Home » 2020 » May » 06

Daily Archives: May 6, 2020

„თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა, ჩინეთისგან კომპენსაცია უნდა მოვითხოვოთ მიღებული ზარალის გამო“

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალური ქსელით კორონავირუსის და ლუგარის ლაბორიატორიის თემას ეხმაურება და წერს: „2018 წლის ნოემბერში გაერო-ს ეგიდით 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი ეწვია ლუგარის ლაბორატორიას და მისი ინსპექტირება მოახდინა. დაიდო დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველო „ბაქტერიოლოგიური და მომწამლავი იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას“ არ არღვევს. ამ კონვენციის წევრი 1996 წლის მაისიდან ვართ. 2019 წელს ქართულმა მხარემ ლაბორატორიის ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერსედეს ვერა-მარტინთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა. სავალუტო ფონდის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საქართველოსთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი რესურსი ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული საბიუჯეტო დახმარებიდან 201.3 მლნ დოლარი დღეს გადმოირიცხა. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა მერსედეს ...

Read More »

კობა გვენეტაძის ვარაუდით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა ნავარაუდევზე უფრო ხანგრძლივად დარჩება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება. ამასთან, როგორც კობა გვენეტაძე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე საუბრისას აცხადებს, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში ...

Read More »

გარიგება არ შედგა – „კრისტალი“ „ფინკა ბანკს“ აღარ ყიდულობს

კრისტალი ფინკა ბანკს აღარ ყიდულობს. ის, რომ გარიგება აღარ შედგება „კომერსანტს“ ფინკა ბანკში დაუდასტურეს. როგორც საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, მოლაპარაკებები „ფინკა ბანკი საქართველოსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით არ გაგრძელდება. „კოვიდ19 კრიზისის კონტექსტში მხარეთა შორის ვერ შედგა საბოლოო შეთანხმება. „ფინკა ბანკი საქართველო“ გააგრძელებს ოპერირებას ქვეყანაში როგორც FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის ნაწილი. ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance ...

Read More »

„შეიძლება ვცდები, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება“

„შეიძლება ვცდები, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება“ – ტრამპის ინტერვიუ 03/05 შეერთებულ შტატებში, კორონა ვირუსის გამო წარმოქმნილი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების შესახებ, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ Covid-19 სტატისტიკაც ბევრ რამეს გვეუბნება. თუმცა, ამ სირთულეებში კიდევ უფრო მეტად გავერკვევით, თუკი 2 დღის წინ, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ, პრეზიდენტისთვის დასმულ კითხვებს შევავლებთ თვალს. „როდის შევძლებთ გავხსნათ ბიზნესი“? „დავბრუნდებით თუ არა ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევას იწყებს

ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯიპიაიმ აგროდაზღვევის პროგრამით  12 მილიონ  ლარამდე  ზარალი აანაზღაურა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიას 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს ; „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსავლის დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო. სადაზღვევო პროგრამით  ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მოსავალი ისეთი გავრცელებული რისკებისაგან დააზღვიონ, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა; პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო მოსავალის დაზღვევის ღირებულების 70%-მდე აფინანსებს ...

Read More »

BeautyLabApp – აპლიკაცია სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მომსახურების ონლაინ დასაჯავშნად

ინოვაციური სტარტაპის Beauty Lab App-ის გაშვება მაისის ბოლოსთვის იგეგმება. ახალი აპლიკაცია android-ისა და ios-ის მომხმარებელებს საშუალებას მისცემს აპლიკაციაში განთავსებული სილამაზის სალონებიდან და ესთეტიკური ცენტრებიდან სასურველი მომსახურება ონლაინ დაჯავშნონ. ონლაინ რეზერვაციის აპლიკაციაში დარეგისტრირება სილამაზის ინდუსტრიის ყველა სფეროს წარმომადგენელისთვისაა შესაძლებელი. ამასთან, Beauty Lab სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ბიზნესის ინოვაციური მეთოდებით მართვაშიც დაეხმარება. როგორც Beauty Lab-ის დამფუძნებელმა ქეთა ბაღაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე იმ ...

Read More »

ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთში 50 ოჯახს, რომლებსაც დახმარება ჭირდებოდათ, პროდუქტები მიუტანა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად სასურსათო პაკეტები, ოზურგეთში მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ გადასცა. სიორიძემ მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი სახლში მიუტანა. “მას შემდეგ რაც აღარ გახლავარ საჯარო მოხელე, დავბრუნდი ბიზნესში და დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვაგრძელებ სამეწარმეო საქმიანობას. მთავრობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საშეღავათო პერიოდის, რომელიც კონკრეტულად ბიზნესს ეხება, ...

Read More »

რევაზ ვაშაკიძე: ჩვენთან არაფერს აწარმოებენ და კურსის ცვალებადობა ინლფაციაზე პირდაპირ გადადის

ბიზნესმენმა, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც „ბიუ-ბიუს“ ბრენდით საქართველოში ქათმის ხორცის პროდუქციას აწარმოებს, „ბანკები და ფინანსებთან“ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, არაპროგნოზირებადობაზე და ამისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის ცუდია, როცა ეროვნული ვალუტა არის სუსტი და თან ეს სუსტი ვალუტა კიდევ უფასურდება. „ეს ჩვენი ეკონომიკის დიდი პრობლემაა. ეკონომიკაში წარმოების წილი ძალიან ცოტაა. ქვეყანა, ძირითადად, იმპორტზეა ...

Read More »

Caspi Group საქართველოში წარმოების ნაწილის გადმოტანას გეგმავს

აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილ თურქული კომპანია Caspi Group-ისთვის საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდშიც მიმზიდველ ბაზრად რჩება; უფრო მეტიც, როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა გარათელ ალახვერდოვამ განაცხადა, ინვესტორები გეგმავენ, წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ. „ჩვენთვის საქართველო  პოსტპანდემიურ პერიოდში საინვესტიციოდ მიმზიდველ ბაზრად რჩება, უფრო მეტიც, ვფიქრობთ ბრენდირებული აქსესუარების წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოვიტანოთ“, – ამბობს “კასპი საქართველოს“ დირექტორი. Caspi Group-ი საქართველოში 12 წელია, რაც ოპერირებს. ...

Read More »