Home » 2020 » May » 05 (page 2)

Daily Archives: May 5, 2020

კობახიძე – 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საპარლემენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება. “თუ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება გახდა საჭირო მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩვენო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​ საქართველოს კონსტიტუცის მიხედვით, ...

Read More »

ივა ჭყონია: ლარის გაუფასურობის ფონზე კომპანიები ზარალზე გადიან და ეს ფასებზე აისახება

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში ბიზნესისათვის ლარის გაუფასურების ზეგავლენა შეაფასა. „ძალიან ბევრ ბიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი, რადგან რაც დათვლილი ჰქონდათ, რომ უნდა გაესტუმრებინათ ვალდებულებები 2.9-3.0-ის ფარგლებში, მოუწიათ დოლარის შეძენა უფრო ძვირად. რიგ კომპანიებს 3.5-ის ფარგლებშიც კი. საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს. მიმდინარე ვალდებულებები ვისაც აქვთ, 3.2-3.22-ის პირობებში უწევთ შესყიდვა. კომპანიები ძირითადად შემთხვევაში ზარალზე გადიან. საბოლოოდ ყველაფერი ...

Read More »

სამშენებლო ბიზნესი კრიზისის წინაშეა

ტურიზმის, რესტორნებისა და ავიაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმას სამშენებლო სექტორი მიიღებს. მართალია აქ გლობალური პანდემიის პირდაპირი დარტყმა შედარებით ირიბი იქნება, მაგრამ პრობლემა სხვა მხრივ იჩენს თავს. პოსტეპიდემიურ პერიოდში მატერიალური რესურსებისგან დაცლილ ხალხს არავითარი საშუალება აღარ ექნება უძრავი ქონება შეიძინოს. დეველოპერულ სექტორში კრიზისი უკვე დაწყებულია. რეალიზაცია თითქის ნულზეა და არც სხვა მიმართულებით იკვეთება იმედისმომცემი ნიშნები. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ირაკლი როსტომაშვილს ...

Read More »

ფულადი გზავნილები მკვეთრად შემცირდა – ემიგრანტებზე ჩამოკიდებული ეკონომიკა საფრთხის ქვეშ არის

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამოისობით გადმორიცხვები მცირდება. მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული დოლარი იქნება. მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი სწორედ საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ...

Read More »

ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეზე გაასხვისა – გარიგება რისკებს შეიცავს

საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. ხვიჩა მაქაცარიამ ჩაუცასუს Oნლინე-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს გადასცა. აზერბაიჯანის მოქალაქეზე, რომელიც კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა, საქართველოში ცნობილი არაფერია. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ის კომპანია “ნექსოლის” მფლობელია (NEQSOL), რომელიც აზერბაიჯანული უმსხვილესი ჰოლდინგია ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ჰასანოვი ამ ჰოლდინგის 100 პროცენტის მფლობელია. გასულ წელს, ჰასანოვის მფლობელობაში ...

Read More »

ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი უფრო სწრაფად გაიზრდება

თანხის დაგროვება სტაბილური მომავლის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ის გაუთვალისწინებელ და დაუგეგმავ ხარჯებთან გამკლავებაშიც გვეხმარება. ბანკში განთავსებისას დანაზოგს საპროცენტო სარგებელი ერიცხება და მეტი თანხის შეგროვება უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი. ფინკა ბანკი სხვადასხვა ტიპის დეპოზიტს გთავაზობთ – შეარჩიეთ თქვენი მიზნის მიხედვით დაგროვების საიმედო და ხელსაყრელი მეთოდი და ბანკი თქვენს დეპოზიტზე ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ. გასაკუთრებით მიმზიდველია ლარში განთავსებული ვადიანი და ...

Read More »

სააფთიაქო ქსელებში 1 200 000 ქართული წარმოების პირბადეა გაყიდული

4 მაისის მდგომარეობით, სააფთიაქო ქსელებში 1 200 000 ქართული წარმოების პირბადეა გაყიდული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, 4 მაისის მდგომარეობით, სულ წარმოებულია 2 651 183 ცალი პირბადე, საიდანც ჯამში დარიგებულია 2 271 190 მილიონი, მათ შორის საცალო ქსელს მიეწოდა 1 498 850 ერთეული პირბადე და აქედან უკვე რეალიზებულია 1 200 000. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ...

Read More »

კობა გვენეტაძე – როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება

როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება; გარკევულ პერიოდში ფასების ზრდას ფასების შემცირება მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვეტენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფონზე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა აპრილის თვეში ინფლაციის კვლავ გაზრდილ მაჩვენებელს, რომელიც თითქმის შვიდ პროცენტს აღწევს, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივად ორმაგი ოდენობაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, ინფლაციური ...

Read More »

ვითიბი ბანკმა VISA-სთან ერთად ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ საბანკო მომსახურების ფარგლებში სთავაზობს. “VISA Signature ითვალისწინებს: მაღალ სარგებელს ბარათზე არსებულ დადებით ნაშთზე, უფასო (საკომისიოს გარეშე) განაღდებას მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში, LOUNGE KEY-ს პროგრამის ავტომატურ წევრობას, რაც აეროპორტების მოსასვენებელი დარბაზებით მომსახურებას გულისხმობს, კონსიერჟის მომსახურებას მთელი ...

Read More »