Home » 2020 » May » 04 (page 2)

Daily Archives: May 4, 2020

ერთი დღის განმავლობაში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევებით, მოსკოვმა ნიუ იორკს გადაუსწრო

რუსეთში Covid 19-ის გავრცელების ტემპი იზრდება. უკვე მეოთხე დღეა, რაც ოპერატიული შტაბი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულების რეკორდული რაოდენობის იდენტიფიცირებას ახდენს. კვირა დღის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებული 10 633 ადამიანია იდენტიფიცირებული, რომელთაგან 50.3%-ს არ აღენიშნება დაავადების კლინიკური გამოვლინებები. გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კორონავირუსის დადასტურებული კიდევ 5948 ფაქტი დადასტურდა (წინა ორი დღის განმავლობაში კი 5358 და ...

Read More »

AP – ჩინეთი Covid 19-ის შესახებ ინფორმაციას მალავდა, რათა მედიკამენტების მარაგი გაეზარდა

ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსისა და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავდა, რათა მედიკამენტების მარაგი გაეზარდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ანგარიშში, რომელსაც სააგენტო Associated Press-ი გაეცნო. ანგარიშის ავტორთა თქმით, ჩინეთის ხელისუფლება 2020 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, ამავდროულად კი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი გაზარდა, ექსპორტი კი შეამცირა. imedinews.ge

Read More »

საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ნორმა კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ

საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს ...

Read More »

აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა

2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 2020 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ...

Read More »

პომპეო: კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 3 მაისს ტელეარხ ABC-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს კორონავირუსის ჩინეთში, ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ. “არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს [კორონავირუსი] ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა”, – განაცხადა პომპეომ. სახელმწიფო მდივნის განცხადება, ფაქტობრივად უარყოფს დაზვერვის სააგენტოების დასკვნას. “საუკეთესო ექსპერტები ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ [კორონავირუსი] ადამიანის მიერაა შექმნილი”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ს დაზვერვის დირექტორის დასკვნა ამბობს, ...

Read More »

შესაძლოა, მიწის გაყიდვის „გასაპრავებლადაც“ სჭირდებოდათ უკრაინაში სააკაშვილი – ირაკლი გოგავა

ვიცე–პრემიერი მიხეილ სააკაშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს პირველი მოადგილე გიზო უგლავა; სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე – ასეთი იყო საკადრო ცვლილების გეგმა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი, რომელიც ასევე ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით კონსულტაციას უწევდა უკრაინის მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს, for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ შმიგალს არ მოსწონდათ ეს იდეა და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გაგზავნეს დეპუტატებთან სასაუბროდ, კულუარებში სხვა გზავნილები გაუშვეს საკუთარ ...

Read More »

გახარია – ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსა

„ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და ...

Read More »

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება. „რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა ...

Read More »

სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს 5 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ

ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება. „გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ...

Read More »

ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

ხვალიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. „მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.

Read More »