Home » 2020 » May » 03

Daily Archives: May 3, 2020

სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება

სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება. „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა. ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 2386 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 35 ადამიანი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტი იყო. ამ ეტაპზე სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლა და უნივერსიტეტი დახურულია. ჯერჯერობით კვლავ არ ...

Read More »

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა – „პანდემიის პერიოდში, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა“

თითქმის ორ წელში რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის – „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, დაწესებული შეზღუდვების გამო, სოფლებში მიტოვებული სახლების მოძიებას თითქმის, ვეღარ ახერხებს. ამასთან, როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, გაიზარდა მიწის ნაკვეთის ფასებიც, 5000-ლარამდე ღირებული სახლები კი, განცხადების გამოქვეყნებისთანავე იყიდება. “დაკარგული სამოთხის” ავტორის ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 58 წლის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.

Read More »

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მის მიმართ თენგიზ ცერცვაძის შენიშვნას პასუხობს

ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე! – ამ სიტყვებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თბილისის იმუნოლოგი საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნაზე პასუხობს. ის განმარტავს, რომ მისი ...

Read More »

ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია

“ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. ა.წ. 28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში (ქ-ნ თამუნა ჩიხლაძესთან) ექიმი ალერგოლოგის – ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება და შეფასება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.ბატონი ბიძინა, რამდენადაც ვიცით, პერსპექტული ახალგაზრდა ექიმია და ამიტომ მას ალბათ, მეტი წინდახედულობა მართებდა. მან განაცხადა, რომ საქართველოში ...

Read More »

ბორის ჯონსონი – ექიმები ჩემი გარდაცვალების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ

“ექიმები ჩემი გარდაცვალების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, გამოცემა Sun-ს განუცხადა. მისივე თქმით, ექიმებს ყველაფერი დაგეგემილი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მას შემდეგ თუ კი ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. “მე არ ვიყავი კარგ ფორმაში და ვიცოდი, რომ არსბეობს მოქმედების სათადარიგო გეგმები. ექიმებს ყველაფერი დაგეგემილი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მას შემდეგ თუ კი ყველაფერი ცუდად ...

Read More »

საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო

საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადა. გაწეული დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე გერმანიას მადლობას უხდის. „ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის დახმარება. შემთხვევით ვსარგებლობ და გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს, პირადად ელჩს, სამხედრო ატაშეს მინდა დიდი მალდობა გადავუხადო, იცით, რომ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის ...

Read More »

მოსკოვის სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოების მოწყობა იგეგმება

მოსკოვი საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოებს მოაწყობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მოემსახურება. „ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებს შევარჩევთ, რათა იქ დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობონიანმა. მისივე თქმით, ეს პროაქტიული ზომებია. დედაქალაქის მერის მოადგილემ პიოტრ ბირიუკოვმა კი აღნიშნა, რომ ასეთი სივრცეების მოსაწყობად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება ...

Read More »