Home » 2020 » May » 02 (page 2)

Daily Archives: May 2, 2020

თურნავა – დადგა მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანამ გაიაზრა, რომ საკუთარ რესურსს უფრო უნდა ეყრდნობოდეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში საშუალოდ აღებული მათი წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატოს 20 მილიონ ლარს. ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თურნავას თქმით, სწორედ ბრუნვა არის ის მთავარი პირობა, რომელიც მეწარმემ უნდა დააკმაყოფილოს, თუ სურს, სახელმწიფომ ბანკთან უშუამდგომლოს. „პრაქტიკულად, თითქმის ...

Read More »

მასკი – ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას, თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი

„ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, – ამის შესახებ „ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მასკი პასუხობს: „არ მჭირდება ფული. ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი. რაღაცების ფლობა უბრალოდ ქვემოთ გქაჩავს“. ცნობისთვის, ილონ მასკის მფლობელობაში 7 სახლია, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

Read More »

სავალუტო ფონდმა Covid 19-თან საბრძოლველად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც. საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირი.

Read More »