Home » 2020 » May » 02

Daily Archives: May 2, 2020

„ბიბისის“ ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით ჯაშუშები დაინტერესდნენ

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით უცხოელი ჯაშუშები დაინტერესდნენ. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს. აშშ-ის კონტრდაზვერვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, უილიამ ევანინას თქმით, აშშ-ის ხელისუფლება მსგავსი რისკების შესახებ გაფრთხილებულია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა სამეცნიერო კვლევების შესახებ მონაცემების მოპარვის მცდელობა. „ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მთავრობასთანაც. ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – მთავარია ვიყოთ ძალიან პრაგმატულები, რამეთუ ბიზნესი უკიდურესი პრაგმატიზმით გამოირჩევა

„ხელისუფლებას წერტილი ამ გეგმაზე არ დაუსვამს, მეორე-მესამე დღესვე დაიწყო საუბარი უკვე პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე და ეს არის დისკურსიების საგანი“, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. ის გეგმას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული აღამასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესწრეებს შორის მუდმივი თანამშრომლობის შედეგია. „ჩვენ თითქმის ყოველდღე, პირადი შეხვედრების და „ზუმების“ გზით ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი

მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სოფელ მუშევანში მცხოვრები ინფიცირებული პირები კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის ჩატარებას ითხოვენ. „მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, როგორც ჩანს. ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დამტკიცება და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის გადაწყვეტილება, ამავდროულად, ნიშნავს ქვეყნის მდგომარეობისა და მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების შეფასებას.„სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა ...

Read More »

„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიამაც უკვე პრაქტიკაში დანერგა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტები“

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ რეალურად აჩვენა მსოფლიო ბაზარს კარანტინის პროექტი, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო და 2 500-ზე მეტი ადამიანია უშუალოდ დასაქმებული. მისი თქმით, საქართველო დაპოზიციონირდა საერთაშორისო არეალზე ქვეყნად, რომელმაც პრაქტიკიდან გამომდინარე ზუსტად იცის რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ...

Read More »

როგორ გავხდეთ ლიდერი მარიხუნის წარმოების ლეგალურ ბაზარზე

ამ ცოტა ხნის წინ, საქართველო შეძრა და შეაზანზარა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა აპირებდა სამედიცინო მარიხუანის მოყვანის მასშტაბური პროექტის განხორციელებას. საზოგადოება ორ მკვეთრად დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო: უმრავლესობა ამას მიიჩნევდა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ და საზიანოდ, ხოლო უმცირესობა მხარს უჭერდა ამ პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით ისინი, ვინც ბოლო წლებში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეის პოპულარიზაციას ეწევა და ამ მიზნით საკმაოდ მასშტაბურ აქციებსაც ...

Read More »

გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი Nord Stream 2-ის პროექტზე

გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი პროექზე Nord Stream 2(ჩრდილოეთის ნაკადი 2). ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. გამოცემა წერს, რომ გერმანიამ, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს, აშშ-ის სანქციების პარალელურად საბოლოო დარტყმა მიაყენა. გერმანული გამოცემის, Handelsblatt-ის ცნობით, პარასკევს, გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა სააგენტომ, მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც ევროკაშვირის მხრიდან ბუნებრივ აირზე განახლებული დირექტივებს ეფუძნება. გერმანიის ენერგეტიკის ბაზრის რეგულატორმა განმარტა, ...

Read More »

L’opinion: საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა

საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა – წერს გამოცემა l’opinion -ი. სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც. „მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ინდიკატორით საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილზეა. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ ...

Read More »

საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები იანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 ათას 285 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9 პროცენტი თბილისზე, 10 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7 პროცენტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და და იმერეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში ...

Read More »

„იაპონური, კორეული, გერმანული კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, თავიანთი მიწოდების ჯაჭვის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იაპონური, სამხრეთ კორეული და გერმანული კომპანიები თავიანთი ბიზნესის ნაწილის საქართველოში გადმოტანის სურვილს გამოთქვამენ. აღნიშნულ საკითხზე ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, გლობალური კომპანიები საქართველოში ბიზნესის გადმოტანით ბევრ უპირატესობას შეიძენენ და ამის შესახებ დეტალური გეგმა უკვე არსებობს. როგორც მინისტრმა განმარტა, სამომავლოდ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ...

Read More »