Home » 2020 » May » 01 (page 2)

Daily Archives: May 1, 2020

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება და აქამდე არსებული 24 თვის ნაცვლად, 36 თვეს შეადგენს, – აღნიშნულს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მართავს. მისივე თქმით, სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტებში დაგეგმილია თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. ამავე კომპონენტში ლიმიტი  150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შემცირდება, საქმიანობის სახეობები კი, 104-დან 211-მდე გაიზრდება. ...

Read More »

წელს, ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, სულ მცირე -4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის – თურნავა

წლევანდელი წელი, ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, სულ მცირე -4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, 2021 წელს შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკამ 4%-იან ზრდას მიაღწიოს. ამასთან, მინისტრმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ბიზნესის მხარდაჭერაზეა მიმართული და აღნიშნა, რომ შეღავათები საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ...

Read More »

დავით ჩხეიძე: ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებით და დედოლარიზაციის პოლიტიკით მოკლა განვადება და მოკლა ბიზნესი

“რეგულაციებით და დედოლარიზაციის პოლიტიკით, რომელიც მოკლე ვადაში შედეგზე იყო ორიენტირებული რა შედეგი მოგვიტანა? ლარში დეპოზიტი ვის ჭირდება? იმ დროს როდესაც მუდმივი დევალვაციაა და ლარს არა სანდოს ხდის”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, რითელერი, დავით ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, რეგულაციების და დედოლარიზაციის პოლიტიკამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. “რეგულაციებით და დედოლარიზაციის პოლიტიკით, რომელიც მოკლე ვადაში შედეგზე იყო ორიენტირებული რა შედეგი მოგვიტანა? ...

Read More »

მარნეულში ქალებმა, მოსავალის შესანარჩუნებლად, Covid-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

მარნეულში,  სოფელ მარადისში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახებს კარტოფილის მოსავალის შესანარჩუნებლად ნაკვეთი გათოხნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში UN Women Georgia-ი ავრცელებს. ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. “სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან ...

Read More »

„კობა გვენეტაძე დანაზოგის 75%-ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს, ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი უსწრებს“

ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც 2 დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება. ჯანიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძის პოსტის წავაწყდი, რომელიც 29 აპრილს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის  შემდეგ გამოაქვეყნა. პოსტის ძირითადი პათოსი დედოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობის შეუქცევადობას შეეხებოდა. დამაინტერესა ...

Read More »

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემა (EMIS) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელმძღვანელმა პირებმა დიმიტრი ბერიძემ და დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ სიახლეების დანერგვაზე და ერთობლივ პროექტებზე, აბიტურიენტთა და სტუდენტთა ჩართულობისა და მათთვის ცოდნის გაზიარების მიზნით.  აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა იქნება გამოყენებული, რომლის მეშვეობითაც დისტანციური სწავლების პროცესი წარმატებით ...

Read More »

ინფლაცია მიზნობრივს უკვე ორჯერ აღემატება – ეროვნული ბანკის უმოქმედობა ფეთქებადსაშიშია

მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ვრცელი განმარტება გააკეთა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეკონომისტების ნაწილი სებ-ს მოუწოდებდა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებისკენ, რაც სებ-ს რიგი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. როგორც სების პრეზიდენტმა განმარტა აღნიშნული ზომის მიღებას თან ახლავს მრავალი რისკი მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორებიცაა ქვეყანაში დოლარიზაციის დონის ზრდა. ...

Read More »

რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული – რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს. რატიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციაც უარყო და აღნიშნა, რომ ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. “11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ? არ ვიცი, ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ისე იქცევა, როგორც ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს. „აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უხდის 500 მილიონ დოლარს წელიწადში. ჩინეთი კი წელიწადში 38 მილიონს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არ უნდა იმართლებდნენ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები უშვებენ შეცდომებს, რომელთა გამოც მსოფლიოში ასობით ათასობით ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა ...

Read More »

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს. ​არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

Read More »