Home » 2020 » May » 01

Daily Archives: May 1, 2020

TANAP-ი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი – ერდოღანი

ტრანსანატოლიური მილსადენი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი, – ასე აფასებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოცემა „დიპლომატ მეგეზინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო პროექტს. სტატია სახელწოდებით – „ტრანსანატოლიური მილსადენი: რეგიონული განვითარება და სამშვიდობო პროექტი“, „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობით გამოქვეყნდა. სტატიაში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ მილსადენს რეგიონულ სამშვიდობო პროექტად ახასიათებს. „ტრანსანატოლიური მილსადენი არის კონკრეტული ...

Read More »

თურნავა – 2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს

2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7% და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პერიოდი 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება. „რაც შეეხება განახლებულ პროგრამას სესხის ...

Read More »

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის 80 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

დღეს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის გიგანტი კომპანია, “ტეპკო” შემოვიდა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის გიგანტი კომპანია შემოვიდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმა საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ამ დღეებში ზუსტად გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური, პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა ენერგეტიკაში, ეს მაშინ, როცა ჯერ ...

Read More »

Ryanair 3 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს – კომპანიამ შესაძლოა, რამდენიმე ევროპული ავიაბაზა დახუროს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკოპანია „რაინეარი“ 3 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირებაში მფრინავები, ბორტგამცილებლები და ეკიპაჟის სხვა წევრებიც იქნებიან. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, მათ შეიძლება ხელფასი 20%-ით შეუმცირდეთ. “სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, კომპანიამ შესაძლოა, ევროპის მასშტაბით რამდენიმე ავიაბაზა დახუროს, ვიდრე ავიამომისვლა სრულად არ განახლდება. „კორონავირუსით გამოწვეული უპრეცედენტო კრიზისის გამო, მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე შეწყვეტილია ყველა ფრენა. Ryanair ელოდება, რომ მგზავრთა მოთხოვნის აღდგენასა და ...

Read More »

ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა

ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროები ბანკის პროცენტის სესხის სუბსიდირებით სარგებლობენ. „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებოდა ეპიდემია, ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადადგა. ეს იყო ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ქონების და ...

Read More »

თურნავა – დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, კვლავ საბანკო სესხების ხელმისაწვდომობაა

ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროები ბანკის პროცენტის სესხის სუბსიდირებით სარგებლობენ. „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებოდა ეპიდემია, ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადადგა. ეს იყო ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ქონების და ...

Read More »

25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის

თიბისი დაზღვევამ ამ დროისთვის მედპერსონალის COVID–19-ით დაინფიცირების 25 შემთხვევა აანაზღაურა. კომპანიამ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში სპეციალური ფონდი შექმნა და COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი მედპერსონალისათვის 300 000 ლარი გამოყო. ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს. მედპერსონალი, რომელიც COVID19-ით ...

Read More »

„ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა და გვერდით განსხვავებულად დგომა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღემდე ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში სიკეთის დიდი შემომტანი და დიდი დამსაქმებელი იყო. სამომავლოდ კი, აღნიშნული სექტორის მიმართ ახალი მოთხოვნები იარსებებს. „თუ ...

Read More »

ალექსანდრე მოწერელია – თხილის გადამამუშავებელი საწარმოები რეკომენდაციების დაცვით შეუფერხებლად მუშაობენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას გაეცნო. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმოები შეფერხებების გარეშე მუშაობენ. ალექსანდრე მოწერელია კომპანია ,,გოლდენ ნათსში“ იმყოფებოდა. საწარმოში თანამშრომლებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ხდება იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც სპეციალისტები განსაზღვრავენ. „თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობენ გამართულად, იცავენ უსაფრთხოების წესებს. აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოების უმრავლესობა სერტიფიცირებულია და ვინაიდან სურსათთან აქვთ ურთიერთობა, პანდემიამდეც გატარებული ჰქონდათ ის ...

Read More »