Home » 2020 » April (page 65)

Monthly Archives: April 2020

„პაატა იმნაძის ქვეყნიდან გაძევების მიზანი, ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის შეჩერება იყო“

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა, ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, და წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ცენტრის მშენებლობა 2004 წელს აშშ–სა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების – „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების ...

Read More »

კობა გვენეტაძე – არის შანსი, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გახდეს საჭირო

ქვეყნის მთავარი ბანკირი ბაზარზე მოთხოვნისა და სამომხმარებლო ფასების შემცირებას ვარაუდობს. კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორ ფაქტორზე ისაუბრა. და აღნიშნა, რომ უცნობია, რომელი ეფექტი გადაწონის: ერთი მიმართულებით შესაძლოა გაცვლითმა კურსმა იმოქმედოს ინფლაციაზე, მაგრამ მოთხოვნის შემცირების ფონზე ინფლაცია დიდი ალბათობით უარყოფითი იქნება. “სიტუაციის მიხედვით, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყოს საჭირო, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ შესაძლოა, შერბილება გახდეს საჭირო“, – განაცხადა გვენეტაძემ. ...

Read More »

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა 26-ე დღეს დატოვა. “მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეთა იმ დამატებით კატეგორიას ასახელებს, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეხება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს. ცერცვაძის განცხადებით, ახალი ალგორითმი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ამჟამად მოქმედებდა. ამასთან, როგორც მან „ღამის კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, სახელმწიფომ ალგორითმის ის მოდელი შეარჩია, რომელიც დღეისთვის საუაკეთესოა საქართველოში არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით. „დღემდე მოქმედი ალგორითმი გულისმხმობდა მხოლოდ იმ ...

Read More »

კორონავირუსის სტატისტიკა – რატომ ვედრებით შვედეთს

ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება ე.წ. „შვედეთის მაგალითის“ მოშველიება COVID 19-თან ბრძოლის საქმეში. საქართველოს და შვედეთის ცხოვრების წესის, აქედან გამომდინარე ბევრი ასპექტით, შედარებას ახლა არ გავაკეთებ, არც ვარ ამის სპეციალისტი. სტატისტიკიდან კი რამდენიმე შედარებას მოვიყვან. მონაცემები აღებულია საიტიდან worldmeters.info . არ ვიცი რატომ ვიყენებთ ამ წყაროს, მაგრამ „წყაროების“ კონფლიქტი რომ არ გამოვიწვიო მეც მას დავეყრდნობი (ძირითადად). შვედეთში პირველი ...

Read More »

მთავრობამ კომუნალური გადასახადების 3 თვით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს სამი თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც ...

Read More »

„თბილისის მიკროავტობუსი“ მოემსახურება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კარანტინის პირობებში მუშაობენ და პერსონალის გადაყვანა სჭირდებათ

“თბილისის მიკროავტობუსი“ იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებში მუშაობას აგრძელებს. როგორც „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა და მომზადებულია მომსახურების ფასის საერთო ფორმულაც. „მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების ...

Read More »

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Read More »

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს. პირველივე ეტაპზე არქიმ 30 000 ლარი გამოყო სხვადასხვა აქტივობისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ამ ეტაპისთვის არქის 300 000 ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის. კომპანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა. ასევე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში ...

Read More »