Home » 2020 » April (page 5)

Monthly Archives: April 2020

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია. გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჯამში საქართველოში 52 ტონა ტვირთი გამოიგზავნა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია ...

Read More »

“სუფთა სახლს” საქმიანობის უფლება აღუდგა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, “სუფთა სახლს” ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს “სუფთა სახლიც” დაემატა. მთავრობის დადგენილება ძალაშია 28 აპრილიდან. ცნობისთვის, “სუფთა სახლის” მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა, რადგან მათ არ ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება.

Read More »

ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია საქართველოს 3 რეგიონში სოფლის მეურნეობის გრანტების შესახებ აცხადებს

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადაპროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ...

Read More »

„რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია”, ონლაინპრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ. მიმართვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისა და ოპერატიული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სსფ-ს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. ...

Read More »

მაჭავარიანი – ვცდილობთ, მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდეს ე.წ. თვითდასაქმებულთა შემოსავლების დადასტურების საკითხზე

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი გაცილებით მასშტაბურია როგორც თანხის, ასევე ბენეფიციარი ჯგუფების მხრივ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს პრეზენტაციაზე განაცხადა. მან დღეს ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხი წარადგინა. მინისტრის თქმით, ეს იყო სოლიდური, მსხვილი პაკეტი, რომელიც საჭიროებდა შეთანხმებას საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ პაკეტის ...

Read More »

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სსფ-ის “რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია”, ონლაინ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ. მიმართვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისა და ოპერატიული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სსფ-ს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენი ამოცანა ...

Read More »

“ჯოგური იმუნიტეტი” საერთოდ არ არის დამტკიცებული მეცნიერული დოქტრინა, როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური საშუალება – კოკი იონათამიშვილი

“ჯოგური იმუნიტეტი” საერთოდ არ არის დამტკიცებული მეცნიერული დოქტრინა, როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური საშუალება”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, კოკი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” იონათამიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჯოგური იმუნიტეტის შესახებ “გირჩმა” გუშინ გამოაქვეყნა ჩემის აზრით საკმაოდ სუსტი სტატია სათაურით – “რატომ წაგვართვა ხელისუფლებამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესაძლებლობა”. ავტორი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ვირუსს არ მისცეს ...

Read More »

მაისიდან ფულად კომპენსაციას მიიღებენ ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები

მიმდინარე წლის მაისიდან კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი წარადგენს.  როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ...

Read More »

როგორ მიიღებეს კომპენსაციას პირი, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართს

ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებს არარეგისტრირებული პირი, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს ელექტრონული პორტალების საშუალებით (Airbnb.com Booking.com და სხვა.) უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა შესაძლებელია წარდგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიებიდან მიღებული შემოსავლი. კომპენსია განსაზღვრულია ერთჯერადად, 300 ლარი ოდენობით. კომპანსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. ...

Read More »

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ფრაქციაში „ხალხის მსახური“ დაბლოკეს. როგორც „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი იტყობინება, ფრაქციაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნისთვის 248 ხმიდან, 140-170-მდე ხმის მოგროვება შეძლეს. ამასთან, სააგენტოს რედაქტორის ცნობით,  პრეზიდენტის ოფისი აცნობიერებს, რომ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება, ამიტომ ფიქრობს, თუ ...

Read More »