Home » 2020 » April (page 4)

Monthly Archives: April 2020

კობა გვენეტაძე – ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ

სტაბილურობის თვალსაზრისით არც ერთ კომერციულ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კომერციული ბანკები მომგებიანობას მალევე აღადგენენ. „იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ბანკების შერწყმა იქნა, არ ვადასტურებ რომ ეს იგეგმება, მაგრამ თუ რამე მოხდა, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიისგან მომდინარე ეკონომიკური პრობლემებისა და იმის გამო, რომ ბანკს რამე ...

Read More »

„არ ვფიქრობ, რომ ახლა ლარში დაკრედიტებაზე 200-ათასიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას“

არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ლარში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათასამდე შემცირება. „ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, 200 ათას ლარიანი ზღვარი არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის ნაწილი და არც არასოდეს ყოფილა, არც მაშინ, როდესაც ...

Read More »

„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების გახშირების შესახებ აფრთხილებს. „სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს. ▪️ აბონენტები ვებბრაუზერებში და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული). ასევე, რიგ ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ბანკები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მსესხებლებისთვის პირობების შემსუბუქებასა და რესტრუქტურიზაციას

ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სესხების რესტრუქტურიზაცია თავად ბანკების ინტერესშია. „როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საბანკო სისტემა მომზადებული ხვდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 თვის განმავლობაში როცა მოხდა გადავადება გადახდების, ეს არის ის თანხა, რომელსაც ბანკები ამ პერიოდის განმალობაში არ ...

Read More »

ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა – კობა გვენეტაძე

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. კომიტეტის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ფეისბუქლაივით“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააცნო. როგორც კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, წინასწარი მონაცემებით მარტში, საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. კლება ...

Read More »

მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად. პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, ...

Read More »

„მესმის, რომ უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია“

მე აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია მოკლევადიან პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ფასების საერთო დონის შესახებ სებ-ის მოლოდინებს შეეხებოდა. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2021 წელს დაუახლოვდება. „გარკვეულ პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. ბანკის გადაწყვეტილებით, მთავარი განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.5%-მდე შემცირდა. სებ-ი მიიჩნევს, რომ ინფლაცია შენარჩუნდება მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა შემდეგ შემცირდება და 2021 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. “დღეს აღარ დგას საჭიროება, რომ შენარჩუნდეს ასე გამკაცრებული პოლიტიკა და ეტაპობრივად ამ პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაცია”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა ...

Read More »

Wizz Air-ი ფრენებს 20 მიმართულებით ანახლებს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 1-ელი მაისიდან ლონდონიდან და ვენიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ავიაკომპანიამ ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ევროპის სხვა ქალაქებიდანაც. წინასწარი ინფორმაციით, Wizz Air-ი ოპერირებას 20 მიმართულებით ანახლებს რაც შეეხება საქართველოში Wizz Air-ის ოპერირების დაწყების თარიღს, ეს ჯერჯერობით უცნობია და ის ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებული NOTAM-ის საფუძველზე, საქართველო რეგულარული რეისებისთვის 23 მაისის ჩათვლით დახურულია.  “მტკიცედ გვჯერა, რომ კვლავ ...

Read More »

მარინა ეზუგბაია – პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, სამი საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ექვსი ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. “დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა ...

Read More »