Home » 2020 » April (page 30)

Monthly Archives: April 2020

ტრამპი: არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან

არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტნმა, დონალდ ტრამპა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურანლისტისი კითხვის საპასუხოდ, აიძულებდა თუ არა აშშ-ის ხელისუფლება მეჩეთებში მუსულმანებს რამადანის დღესასწაულზე სოციალური დისტანციის დაცვას, ტრამპა შემდეგნაირად უპასუხა: „ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. არაფერს ვერჩი მეჩეთებს. მე მქონდა საუბარი იმამებთან, რაბინებთან, სასულიერო პირებთან.არ ვფიქრობ, რომ ისინი ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი გარდაიცვალა. ის 70 წელს არის გადაცილებული და უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. 

Read More »

ბრიტანეთმა კორონავირუსის ტესტებში $20 მილიონი გადაიხადა – ტესტებმა არ იმუშავა

როგორც გამოცემა New York Times-ი წერს, ბრიტანეთმა 20 მილიონი დოლარი გადაიხადა კორონავირუსის გამოსავლენ ტესტებში, თუმცა ამ ტესტებმა არ იმუშავა. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ტესტები ოფიციალურმა ბრიტანეთმა ორი ჩინური კომპანიისგან იყიდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის დადგენილებით, ეს ტესტები საკმარისად ზუსტი არ არის. როგორც გამოცემა წერს, ნახევარი მილიონ ტესტი საწყობშია განთავსებული, რომელსაც მტვერი ედება, ხოლო დანარჩენი 1.5 მილიონი ტესტი, რომელიც იმავე ფასში იქნა შესყიდული, ...

Read More »

საბერძნეთის ეკლესიამ ხელისუფლებას 300 000 ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საბერძნეთის ეკლესიამ წმინდა სინოდისა და ეკლესიის მეთაურის ეპისკოპოს იერონიმოსის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის სამინისტროს 60 000 სამედიცინო პირბადე, 16 500 სწრაფი ტესტი და 30 სასუნთქი აპარატი გადასცა. გადაცემული სამედიცინო ატრიბუტიკის საბაზრო ღირებულება 300 000 ევროს აჭარბებს. ეკლესიამ სამედიცნო აღჭურვილობა სამინისტროს 8 აპრილს გადასცა. მამა ნიკოდიმოს ფარმაკისის განცხადებით, ეკლესია გადაწყვეტილებაზე ერთხმად შეთანხმდა. მისი თქმით, ეკლესიის მიზანია მოიძიოს რესურსები და დაეხმაროს ბერძენ ხალხს პანდემიის ...

Read More »

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც საქართველოში სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს

ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. საუბარია, შპს „რესპირატორზე“ რომლის დირექტორის განცხადებით, ნებართვა ლუგარის ლაბორატორიისაგან მიიღეს, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი ...

Read More »

ჩინეთის ელჩი საქართველოში – ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა, უმეტეს რეგიონში თითქმის ბოლომდე განახლდა წარმოება

ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა. უმეტეს რეგიონში თითქმის ბოლომდე განახლდა წარმოება. მთელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური წესრიგის თანმიმდევრული აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ლი იენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის აღმოფხვრილია და უკვე ერთი თვეა, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. „ორთვიანი ცხარე ბრძოლის შედეგად, ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – გვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ბოლო 30 წელია არ გვქონია

“გვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ბოლო 30 წელია არ გვქონია”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ბოლო 30 წელია არ გვქონია კრიზისები ხშირად აჩენენ კარგ შესაძლებლობებს პოსკრიზულ პერიოდებში ეკონომიკის გასაძლიერებელად. ნიშანდობლივია, რომ გასულ საუკუნეში პანდემიების შემდგომი პერიოდები ხასიათდებოდა ჯანდაცვის რეფორმებით, რაც ვაქცინაციით, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებების დანერგვის ...

Read More »

“ხალიკ ბანკი საქართველომ“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50.000 ლარი გადარიცხა

ყაზახური ხალიკ ჯგუფის წევრმა, სს “ხალიკ ბანკი საქართველომ“, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50,000 ლარი გადარიცხა. თანხა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურად შექმნილ #StopCovid ფონდში გადაირიცხა. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, შეტანილი ფინანსური წვლილით, მხარს უჭერს სოციალურ და ჯანდაცვის აქტივობებს, რომელთა სწორი განხორციელებაც არის ვირუსის დამარცხების ეფექტური საშუალება. მხოლოდ ძლიერი სოლიდარობით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი ...

Read More »

აშშ ფერმერებისთვის Сovid 19-ის შედეგებთან გასამკლავებლად 19 მილიარდ დოლარს გამოყოფს

თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ფერმერებისთვის კორონავირუსის შედეგებთან გასამკლავებლად 19 მილიარდ დოლარი გამოყოფს. თანხა გამოყოფილია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც Covid 19-ის პანდემიის გამო დაზარალდნენ. ტრამპის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში თანხის ნაწილი პირდაპირ ფერმერებს დაურიგდებათ, ხოლო ნაწილი საკვების შეძენას მოხმარდება იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სანდრო პირველი

Read More »

არჩილ მესტვირიშვილი – ეროვნული ბანკი წელს ეკონომიკის 4%-იან შემცირებას, მომავალ წელს კი 5%-იან ზრდას ელოდება

ეროვნული ბანკის წელს ეკონომიკის დაახლოებით ოთხპროცენტიან შემცირებას ელოდება, რაც რეგიონის ქვეყნების ფონზე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია; რაც შეეხება მომავალ წელს, ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ეკონომიკა სავარაუდოდ ოთხი პროცენტით გაიზრდება, -. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს. ...

Read More »