Home » 2020 » April (page 3)

Monthly Archives: April 2020

გოგიტა თოდრაძე – მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, იანვარი-მარტის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ით განისაზღვრა. „წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, შემცირება გამოვლინდა თითქმის ...

Read More »

ენტონი ფაუჩი: წამალმა „რემდესივერი“ დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია

„წამალმა „რემდესივერი“ დაადასტურა, რომ შეუძლია ვირუსის ბლოკირება“, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატი ამცირებს, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ასევე ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდს. ფაუჩის განცხადებით, პაციენტები, ვინც პრეპარატი მიიღო, საშუალოდ 11 დღეში ჯანმრთელდებოდა. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ისაუბრა.

Read More »

ევროკავშირში მოგზაურებისთვის, შესაძლოა COVID პასპორტები გაიცეს

როგორც გამოცემა The sun-ი წერს, ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურებისთვის ე.წ. COVID პასპორტების გაცემის საკითხზე მსჯელობენ. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ევროკავშრის სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა, გარი კაპელიმ აღნიშნულ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რამდენიმე დასკვნამდე მივედით და გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ. კერძოდ, ეს ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების შექმნას. მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას ...

Read More »

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამშენებლო პროექტებზე პერიოდულად  ...

Read More »

კახა კალაძე 112 Украина-ს ეთერში: ჩვენი ერების მეგობრობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის დამნაშავის რამე თანამდებობაზე დანიშვნა

დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, მის ხალხთან. დარწმუნებული ვარ, უკრაინა როგორც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი არ დააყენებს კითხვის ქვეშ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებულ ადამიანს არ დანიშნავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 112 Украина-ს გადაცემა Live шоу-ში განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ორ საქმეზე ექსპრეზიდენტს საქართველოში სამივე ინსტანციის ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: თავის ქების დრო არ არის, ბატონო კობა

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებას უკავშირდება. ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ეროვნული ბანკის დღევანდელ პათოსს, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით დიახ, განსაკუთრებული დროა და ასეთი კრიზისის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშნველოვნად იზღუდება ეკონომიკაში და ადგილობრივი ...

Read More »

ევგენი ჩერვონენკო – მინდა, ბოდიში მოვუხადო მოძმე ქართველ ხალხს​ არახამიას განცხადების გამო

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით სილას ვაწნით მოძმე ერს, ვართულებთ მათსა და ჩვენს მდგომარეობას რუსეთის წინაშე, ხელვყოფთ დიპლომატიის კანონებსა და ადამიანურ გაგებას, – ამის შესახებ უკრაინის ​ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, ევგენი ჩერვონენკომ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუ „პულსში“ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს და ღალატობს უახლოეს ადამიანებს. „როდესაც ღმერთს ვინმეს დასჯა სურს, ის მას გონებას ართმევს. ვიტყოდი, რომ ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალი არ აქვს. მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარს ის არა ...

Read More »

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა. პირველი გაზაფხულია, წყალმოვარდნის საფრთხე აქ მნიშვნლოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, “ნენსკრა ჰიდრომ” მდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა. რა მოცულობის  სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? – ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის ...

Read More »

სატარიფო გეგმა შენარჩუნდა, „მაგთიკომი“ 6 ივლისამდე ტარიფის გააძვირებას ვერ შეძლებს – ნიკა მენოგნიშვილი

საქართველოში მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მონიტორინგის პროცესში მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „მაგთიკომის“ სურვილი, ცამხრივად შეეცვალა სატარიფო გეგმა, არ შედგა. მომხმარებლები პაკეტით: „მარტივი 25“ მინუმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ ისარგებლებენ და სატარიფო გეგმის შენარჩუნების საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევა გადაწყვეტს. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ნიკა მენოგნიშვილი აკეთებს. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ ...

Read More »

„ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება არ არის და გეტყვით რატომაც“

“ბოლო პერიოდში არაერთხელ წავიკითხე მოსაზრება, რომ ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ან საერთოდ, განულებაა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” სების პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადებისას პირდაპირი ჩართვის დროს დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით ჩემს ხედვას ამ ...

Read More »