Home » 2020 » April (page 20)

Monthly Archives: April 2020

საქართველოში კორონავირუსისგან 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ოთხით გაიზარდა. საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 420 შემთხვევა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

Read More »

პაპუნა ლეჟავა: გადავადებული სესხები საბანკო სექტორის სასესხო პორტფელის თითქმის ნახევარია

გადავადებული სესხების მოცულობა საბანკო სექტორის სასესხო პორტფელის თითქმის ნახევარია, ბენეფიციართა ძირითადი ნაწილი ფიზიკური პირებია, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“. „ამ ეტაპზე 35 მლრდ-დან 15 მლრდ-ის სესხზეა მორატორიუმი. თანხები რჩება ხელმისაწვდომი იმ ბიზნესებისა და მომხარებლებისთვის, ვისაც აქამდე სესხების დაფარვა უწევდათ. პროგრამაში ჩართულების დაახლოებით 90%-ზე მეტი ფიზიკური პირებია“, – განაცხადა ლეჟავამ. მარტში საბანკო სექტორის ზარალი 943 მლნ ლარით ...

Read More »

ანა დოლიძე: ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება

კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა – ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი, – აცხადებს იურისტი ანა დოლიძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს. კორონას ჟამიანობის პერიოდში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა – ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც დიდი შეზღუდვების და დისკომფორტის მიუხედავად, ზრუნავენ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის. მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი. ...

Read More »

„ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ“

„ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – 27 აპრილიდან გადაადგილებების მეტი საშუალება იქნება

27 აპრილიდან გადაადგილებების მეტი საშუალება იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას. მან განმარტა, რომ რეალიზების საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც 27 აპრილიდან ეტაპობრივად გაიხსნება. „ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ოთხი-ხუთი დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ,  უნდა ვიყოთ სოლიდარული. სოლიდარობა არის შედეგების მიღწევის ...

Read More »

„ამ დრომდე არ მიგვიღია ნებართვა კონსულტანტების ტრანსპორტირებასა და ინტერნეტ გაყიდვებზე“ – „ზოომარტი“ ფილიალებს დროებით ხურავს

„ზოომარტი“ ფილიალების დახურვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია ნებართვა კონსულტანტების კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირებასა და ინტერნეტ გაყიდვებზე. შესაბამისად, თუ რამე არ შეიცვალა, კომპანია 26 აპრილიდან ფილიალების დახურვას აპირებს. „ზოომარტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გატყობინებთ, რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ვე ფილიალი დიდი ალბათობით გაურკვეველი ვადით დაიკეტება თუ მიმდინარე ვითარება ...

Read More »

ჩინეთმა ჯანმოს დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარის დონაცია განახორციელა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჰუა ჩუნიანგი ავრცელებს. როგორც ჩუნიანგი აცხადებს, ეს ბოლო პერიოდში უკვე მეორე მსხვილი დონაციაა, რომელიც ოფიციალურმა პეკინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაიღო. მარტში მათ ჯანმოს 20 მილიონი დოლარი გადაურიცხეს. ცნობისთვის, გაერო-ს აღნიშნული ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისთვის დროებით ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის ...

Read More »

მამუკა ღლონტი: ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო – უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება

ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო. ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება, – ამის შესახებ რადიო „მაესტროს“ დამფუნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, შემოსავლის უქონლობის გამო, რადიოს თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრდათ, ხოლო მენეჯმენტი რამდენიმე თვეა, ანაზღაურებას არ იღებს. „covid 19 პანდემიად გომოცხადებისთანავე ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა, რადიო “მაესტროს” ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ ...

Read More »

IMF-ის მონაცემებით, საქართველო ყოველდღიურად დაახლოებით 100 მილიონით ღარიბდება – ვაშაძე

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისში სამი საკითხი იწვევს შეშფოთებას, პირველი არის, რატომ არ დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ დრომდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით და რატომ არ იწყება მასობრივი ტესტირება, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, საქართველოს საკითხის განხილვა სავალუტო ფონდში 1 მაისს არის ჩანიშნული და მთავრობის ...

Read More »

ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების პერსონალი ტესტირებას დაექვემდებარებიან

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირებას დაექვემდებარებიან ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების პერსონალი, თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს თარიღს, როდის დაიწყება ეს პროცესი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული. თუმცა იმის მიხედვით, როგორც გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებშიც და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, შესაბამისად, ისინი შევლენ ამ ჯგუფში, თუმცა, ჯერჯერობით, ვადას ვერ დაგისახელებთ“, ...

Read More »