Home » 2020 » April » 30

Daily Archives: April 30, 2020

რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.

Read More »

ისარგებლეთ სახლიდან გაუსვლელად “ავერსის” მიტანის სერვისით

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომია  მომხმარებლისთვის –  შინიდან გაუსვლელად  შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ღირებულების მედიკამენტები, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები და მიიღოთ თქვენთვის საჭირო პროდუქცია სრულიად უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების  სრული დაცვით.  კომპანია მიწოდების სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ: “ავერსის” მობილური აპლიკაცია  “გლოვოს” აპლიკაცია სატელეფონო შეკვეთა “ავერსის” მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთეთ “ავერსის” მობილური აპლიკაცია და შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ...

Read More »

ნიუ იორკში მოსახლეობას პირბადეებს უფასოდ დაურიგებენ

ნიუ იორკის მოსახლოებას მომდევნო კვირის განმავლობაში 100 000 პირბადე უფასოდ დაურიგდება. ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს. პირბადეებს პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაარიგებენ, პრიორიტეტი კი ისეთი დასახლებები იქნება, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. „ჩვენ გვინდა, ხალხისთვის პირბადეებზე წვდომა გავამარტივოთ, ამიტომ მათ პარკებში უფასოდ დავარიგებთ. მალე დათბება და ვიცით, მოსახლეობა პარკებში გამოვა., სასურველია, ხალხმა შეძლებისდაგვარად ამისგანაც შეიკავოს თავი, თუმცა, მინდა, პირბადე ყველას ჰქონდეს“, ...

Read More »

შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის არჩეული სტრატეგიისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ის მსოფლიოსთვის “მოდელი” უნდა იყოს. “ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა”, — განაცხადა რაიანმა. მისივე თქმით, შვედეთის ჯანდაცვის სისტემამ ვირუსის დაწყებიდან ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა. “ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. ...

Read More »

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატი: კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა

ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა და გენეტიკურად მოდიფიცირებული არ ყოფილა, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის განცხადებაში. „აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ეთანხმება არსებულ ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ COVID-19 არ შეიქმნა ლაბორატორიაში და არ იყო გენეტიკურად მოდიფიცირებული. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება განაგრძობს ინფორმაციისა და სადაზვერვო მონაცემების შესწავლას, რათა დაადგინოს, ეპიდემიის აფეთქება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტს მოჰყვა თუ უხანის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგი იყო“, – ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: ეს კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს

ეს კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს – წერს საკუთარ Facebook პოსტში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე და ეხმაურება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ ...

Read More »

თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობას მივმართოთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო თითქმის მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც პლაზმით მკურნალობა დაიწყება. მისივე განმარტებით, პლაზმის შეგროვება უკვე დაიწყო. „ეს არ არის მედიკამენტი, ეს არის ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა „ისპანკის“, ებოლას, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა, ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ ...

Read More »

„ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია“

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს. კაკაურიძის განცხადებით, ქვეყნის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ...

Read More »

EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას დააფინანსებს

თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა. სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისათვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები. საქართველოსათვის გამოყოფილი თანხა ქვე-სესხის ...

Read More »

ევგენია კრავჩუკი: უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის საკითხს სავარაუდოდ აღარასდროს დაუბრუნდება

„უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის საკითხს სავარაუდოდ აღარასდროს დაუბრუნდება“, – ამის შესახებ პარტია Слуга народа-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ევგენია კრავჩუკმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა. „30 აპრილის სხდომაზე უკრაინის რადა არანაირ საკადრო საკითხს არ განიხილავს, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. დიახ, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ არანაირი საკადრო საკითხის განხილვას, მათ შორის ...

Read More »