Home » 2020 » April » 29

Daily Archives: April 29, 2020

კახა კალაძე 112 Украина-ს ეთერში: ჩვენი ერების მეგობრობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის დამნაშავის რამე თანამდებობაზე დანიშვნა

დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, მის ხალხთან. დარწმუნებული ვარ, უკრაინა როგორც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი არ დააყენებს კითხვის ქვეშ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებულ ადამიანს არ დანიშნავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 112 Украина-ს გადაცემა Live шоу-ში განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ორ საქმეზე ექსპრეზიდენტს საქართველოში სამივე ინსტანციის ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: თავის ქების დრო არ არის, ბატონო კობა

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებას უკავშირდება. ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ეროვნული ბანკის დღევანდელ პათოსს, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით დიახ, განსაკუთრებული დროა და ასეთი კრიზისის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშნველოვნად იზღუდება ეკონომიკაში და ადგილობრივი ...

Read More »

ევგენი ჩერვონენკო – მინდა, ბოდიში მოვუხადო მოძმე ქართველ ხალხს​ არახამიას განცხადების გამო

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით სილას ვაწნით მოძმე ერს, ვართულებთ მათსა და ჩვენს მდგომარეობას რუსეთის წინაშე, ხელვყოფთ დიპლომატიის კანონებსა და ადამიანურ გაგებას, – ამის შესახებ უკრაინის ​ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, ევგენი ჩერვონენკომ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუ „პულსში“ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს და ღალატობს უახლოეს ადამიანებს. „როდესაც ღმერთს ვინმეს დასჯა სურს, ის მას გონებას ართმევს. ვიტყოდი, რომ ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალი არ აქვს. მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარს ის არა ...

Read More »

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა. პირველი გაზაფხულია, წყალმოვარდნის საფრთხე აქ მნიშვნლოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, “ნენსკრა ჰიდრომ” მდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა. რა მოცულობის  სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? – ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის ...

Read More »

სატარიფო გეგმა შენარჩუნდა, „მაგთიკომი“ 6 ივლისამდე ტარიფის გააძვირებას ვერ შეძლებს – ნიკა მენოგნიშვილი

საქართველოში მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მონიტორინგის პროცესში მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „მაგთიკომის“ სურვილი, ცამხრივად შეეცვალა სატარიფო გეგმა, არ შედგა. მომხმარებლები პაკეტით: „მარტივი 25“ მინუმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ ისარგებლებენ და სატარიფო გეგმის შენარჩუნების საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევა გადაწყვეტს. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ნიკა მენოგნიშვილი აკეთებს. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ ...

Read More »

„ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება არ არის და გეტყვით რატომაც“

“ბოლო პერიოდში არაერთხელ წავიკითხე მოსაზრება, რომ ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ან საერთოდ, განულებაა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” სების პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადებისას პირდაპირი ჩართვის დროს დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით ჩემს ხედვას ამ ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ

სტაბილურობის თვალსაზრისით არც ერთ კომერციულ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კომერციული ბანკები მომგებიანობას მალევე აღადგენენ. „იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ბანკების შერწყმა იქნა, არ ვადასტურებ რომ ეს იგეგმება, მაგრამ თუ რამე მოხდა, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიისგან მომდინარე ეკონომიკური პრობლემებისა და იმის გამო, რომ ბანკს რამე ...

Read More »

„არ ვფიქრობ, რომ ახლა ლარში დაკრედიტებაზე 200-ათასიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას“

არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ლარში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირება, რამე დადებითს მოუტანს ეკონომიკას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათასამდე შემცირება. „ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, 200 ათას ლარიანი ზღვარი არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის ნაწილი და არც არასოდეს ყოფილა, არც მაშინ, როდესაც ...

Read More »

„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების გახშირების შესახებ აფრთხილებს. „სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს. ▪️ აბონენტები ვებბრაუზერებში და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული). ასევე, რიგ ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ბანკები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მსესხებლებისთვის პირობების შემსუბუქებასა და რესტრუქტურიზაციას

ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სესხების რესტრუქტურიზაცია თავად ბანკების ინტერესშია. „როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საბანკო სისტემა მომზადებული ხვდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 თვის განმავლობაში როცა მოხდა გადავადება გადახდების, ეს არის ის თანხა, რომელსაც ბანკები ამ პერიოდის განმალობაში არ ...

Read More »