Home » 2020 » April » 27

Daily Archives: April 27, 2020

Fox News-ზე აჩვენეს მარნეული, როგორც შტატ “ჯორჯიას” ქალაქი

Fox News-ზე აჩვენეს მარნეული, როგორც შტატ “ჯორჯიას” ქალაქი. სოციალურ ქსელში ვიდეოს “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ავრცელებს.

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საბიუჯეტო ხარჯების კონტრიბუცია სოციალურ პროგრამებზე, მიუთითებს სახელმწიფოს სწორ სტრატეგიაზე ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ გაცხადებულ ანტკრიზისულ გეგმას ეხმიანება. გთავაზობთ ცუცქრიძის პოსტს უცვლელად: “ბიუჯეტის კონტრიბუცია სოციალურ პროგრამებზე მიუთითებს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, სახელმწიფოს სწორ სტრატეგიაზე ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას!. ნაციონალური მოძრაობის მთელი კლასტერისათვის უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის 1200 ლარიანი დახმარება გადაიქცა ანტიკრიზისული გეგმის მთავარ კრიკიკულ კეისად, მათთვის დამახასიათებელი არაობიექტურობით და ცილისწამების უხვი ...

Read More »

#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება – “თიბისის” სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა

#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. “თიბისის” სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა. მეორე წელია, ყოველთვიურ სტიპენდიას ჯამში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდა იღებს. კომპანიის ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, “თიბისის” ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. „თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ...

Read More »

კარანტინის შემდგომ პარიზში 650-კილომეტრიანი ველობილიკები მოეწყობა

21 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში გადაადგილებისთვის ადამიანებს ველოსიპედების გამოყენება ან ფეხით სიარული შეუძლიათ. WHO-ს განცხადებით, გადაადგილების ეს ორი ტიპი სასარგებლოა როგორც სოციალური დისტანცირებისთვის, ასევე  ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის მინიმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მსოფლიოს ქალაქებში საავტომობილო გზების ნაწილი უკვე ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვისაა დათმობილი. პარიზი პირველი გლობალური ქალაქია, რომელმაც ველოსიპედის სავალი გზა გააფართოვა კარანტინის პერიოდში. 650-კილომეტრიანი ბილიკი ...

Read More »

EBRD და საქართველოს ეროვნული ბანკი COVID19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კომპანიებს დაეხმარება

ეროვნულ ბანკთან სვოპ შეთანხმება ხელს უწყობს დაკრედიტებას ეროვნულ ვალუტაში. EBRD და საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ძალისხმევას აერთიანებენ. სესხები ეროვნულ ვალუტაში ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის. „EBRD-მა ...

Read More »

ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ცხინვალს მეორე სახელად, სტალინირი ეწოდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალს მეორე სახელად „სტალინირის“ წოდების ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ“. ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით“. ipn.ge

Read More »

საქართველოს მარაგები ამერიკული ხორბლით შეივსება

“საქართველო ამერიკისგან 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს”, – ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ტვირთი პორტში დაახლოებით ერთ თვეში შემოვა. მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, ეს ფაქტი ბაზარზე ხორბლის ფასის სტაბილურად შენარჩუნების დამატებითი გარანტიაა. ლევან სილაგავას განმარტებით, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ხორბალი ვეღარ შემოვა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე პრობლემები მაინც შეიქმნა სექტორი ამ გამოწვევისთვის მზად არის. ...

Read More »

თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა

თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. “თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ ...

Read More »

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „2020 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ...

Read More »

ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უმართავ ფაზაში გადადის – გვენეტაძე ისევ აგვიანებს, ეროვნული ბანკი ოქროს დროს კარგავს

ბოლო ერთ კვირაში ლარი საშუალოდ 7 თეთრით გაუფასურდა და ბლუმბერგის პლატფორმაზე ერთი დოლარი, საშუალოდ 3.20 თეთრად ივაჭრება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ სებ-ი უფრო ხშირად იქნებოდა წარმოდგენილი სავალუტო ბაზარზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდიდა ბაზარს უცხოურ ვალუტას, მიმდინარე დევალვაციის პერიოდში სებ-ი ბაზარზე არ ჩარეულა და კურსიც, შესაბამისად, ერთ კვირაში 3.20 ნიშნულს გადასცდა. გასულ კვირას ეროვნული ბანკის ...

Read More »