Home » 2020 » April » 24

Daily Archives: April 24, 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ჯგუფის კრიტიკულ შეფასებას ეხმაურება, მას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდება ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას, რაც მიუღებელია. „მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა ...

Read More »

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა – უკვე პირველ გადარჩენილებს ითვლიან

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა – უკვე პირველ გადარჩენილებს ითვლიან ისრაელის წარმოების პრეპარატის ტესტირება უკვე აშშ-შიც დაიწყეს და მან 100%-იანი ეფექტი მისცა კორონავირუსით დაავადებულითვით ყველაზე მძიმე ავადმყოფების მკურნალობისასაც კი. თავად ისრაელში ამ პრეპარატით მკურნალობამ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 7 პაციენტი გადაარჩინა. მათ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად გულისა და თირკმლის უკმარისობაც აწუხებდათ. მედიკამენტის შემმუშავებელი კომპანია Pluristem Therapeutics-ის განცხადების თანახმად, პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას ...

Read More »

გოუ ტური – შეიძინე ფასდაკლების ვაუჩერი დღეს, იმოგზაურე როცა გინდა

ტურისტულმა კომპანია  “გოუ ტურმა”  კრიზისის გამო სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებს ინოვაციურად უპასუხა და პირველმა  ქართულ ტურისტულ ბაზარზე მომხმარებელს  ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერები შესთავაზა. კომპანია ყიდის 50, 100 და 200 ლარიან ვაუჩერებს, და მათი ფასი  შესაბამისად – 30, 50 და 80 ლარია. როგორც კომპანია ‘’გოუ ტურის’’ დირექტორმა, ნინო წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაუჩერების შეძენა, ბუნებრივია, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით. ...

Read More »

კოვზანაძე: არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულ იქნეს საბანკო, საფინანსო სექტორის მდგრადობა

“საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში შეძლო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სექტორისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმ დანაკლისების დაბალანსებისათვის, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტში ვღებულობთ ახალა და ასევე ეროვნული ბანკის რეზერვებისათვის”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსური დახმარებიდან ასევე ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.

Read More »

დოკუმენტები, რომლის საფუძველზე შეძლებენ დახმარების მიღებას თვითდასაქმებულები

„არაფორმარულად დასაქმებული როგორც კი შეძლებს რაიმე სახით დაადასტუროს რომ ქონდა შემოსავალი, შეძლებენ მიღებას სოციალური დახმარებას,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „დამლაგებლისთვის, მაგალითად შემოსავლის დადასტურება შეიძლება იყოს, ორგანიზაციის წერილი სადაც ის ალაგებდა. მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი. ასევე, რაიმე სახის გადასახადი საბანკო ანგარიშიდან რაც ადასტურებს რომ მას 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა. ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება რომ სოციალური დახმარება გავცეთ,“ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, გველოდება კლება საგადასახადო შემოსავლებშიც

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მზადდება, ველოდებით პარლამენტში, რომ მაისში ეს პროექტი შემოვა. საბიუჯეტო ცვლილებები შეეხება ზოგიერთ მუხლს და მათ შორის საპენსიო კანონმდებლობას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. „აღნიშნული კრიზისის პირობებში წარმოდგენილ პროექტშიც იყო ასახული, რომ შენარჩუნებულია ის ცვლილებები, რომელიც 2020 წლის პენსიების ინდექსაციასთან იყო დაკავშირებული. ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს და ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა ახლა ყველაზე დიდი ყურადღება ლიკვიდურობას უნდა მიაქციოს

ყველა კომპონენტი, მათ შორის კაპიტალის ბუფერი, ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა არის ისეთი, როგორც სჭირდება არსებულ სიტუაციას, მაგრამ ლიკვიდურობა არის ნომერ პირველი საკითხი, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა ყოველდღიურად უნდა მიაქციოს ყურადღება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინსტიტუციონალურად საფინანსო სექტორი ამ კრიზისს მომზადებული შეხვდა. საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად გააკეთა ყველაფერი, რომ ეს 2 სტრუქტურა – ეროვნული ...

Read More »

გახარია – ჩვენი შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგნოზების დონეზე, კორონავირუსით შექმნილ კრიზისულ პერიოდში ქვეყანა დაახლოებით 350 ათას ოფიციალურ სამუშაო ადგილს დაკარგავს, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც. „პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რომელიც დღეს არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული, თუმცა ამის გარდა, იქნება არაფორმალური ...

Read More »

1500 ლარამდე ხელფასის მქონე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფო გადაიხდის

1500 ლარამდე ხელფასის მქონე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფო გადაიხდის, – შესაბამისი განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ეს ცვლილება ერთის მხრივ კომპანიებს შეუმსუბუქებთ საგადასახადო ტვირთს და მეორეს მხრივ ადამიანებს მისცემთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. „საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოთავაზებული შემოღებული შეღავათი, პირველ რიგში არის მიმართული იქითკენ, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ დასაქმება, რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ...

Read More »