Home » 2020 » April » 20

Daily Archives: April 20, 2020

აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 0-ს ქვემოთ დაეცა

ნავთობზე ფასების ვარდნა კორონავირუსის პანდემიის ფონზე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს. ის მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. დღეს, აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 0 დოლარს ქვემოთ დაეცა, რაც ისტორიული მინიმუმია. დასავლეთ ტეხასის ბარელი ნავთობის ღირებულება ფიუჩერსულ კონტრაქტებზე, უპრეცედენტოდ დაბალი მინუს 37,63 აშშ დოლარი შეადგინა.

Read More »

ბრაზილიაში, აქციას კარანტინის დასრულების მოთხოვნით, ქვეყნის პრეზიდენტი შეუერთდა

როგორც გამოცემა BBC წერს, ბრაზილიის პრეზიდენტიმ ჟაირ ბოლსონარო კარანტინის დასრულების მოთხოვნით, დედაქალაქში შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდა. ბრაზილიის პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოუვიდა ქვეყნის გუბერნატორებთან, რომელთა მიღებული შეზღუდვები “დიქტატორულ” სვლებად დაახასიათა. ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები პატრიოტები არიან და ისინი ინდვიდუალური თავისუფლებისთვის იბრძვიან. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გუბერნატორების მიერ გატარებული ზომები ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ მან დაახველებისას ...

Read More »

“არ გვჯერა კორონავირუსის რეალურად არსებობის” – ვლადიკავკაზში თვითიზოლაციის რეჟიმს ბოიკოტს უცხადებენ

როგორც გამოცემა BBC წერს, მაშინ როდესაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონი კორონავირუსს ებრძვის და საპრევენციო ღონისძიებებს ატარებს, სამხრეთ ოსეთში, კერძოდ კი ვლადიკავკაზში, კარანტინსა და თვითიზოლაციას ბოიკოტს უცხადებენ და საპროტესტო აქციას მართავანენ. ადგილობრივი მაცხოვრებელები აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ კორონავირუსის რეალურად არსებობის. ორშაბათს, ვლადიკავკაზის ცენტრში, რამდენიმე ასეული მკვიდრიმაცხოვრებელი სპონტანურ მიტინგზე მივიდა, თვითიზოლაციის რეჟიმის გასაპროტესტებლად. მათ შეაღწიეს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის შენობაში და მოითხოვეს რესპუბლიკის ...

Read More »

“ჩვენ გოლგოთა გავიარეთ” – პატრიარქის საგანგებო მიმართვა ერს

ჩვენ გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლისადმი მიმართვის წერილში განაცხადა. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთითკურთხეულ შვილებს: კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენ წინაპრებს, თითოეული ...

Read More »

ირაკლი სესიაშვილი: არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება

არავის ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რაღაც წყვეტას განიცდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს. მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთად გამოაცხადებენ, ხოლო პარლამენტი სავარაუდოდ 22 აპრილს უყრის კენჭს. სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას ...

Read More »

„მომეცით ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი – იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ ეკონომიკა გადარჩეს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, სააკაშვილი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. “გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ . მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ...

Read More »

ირანში სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

20 აპრილიდან ირანში კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციის მკაცრი რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო. გაიხსნა ავტომაგისტრალები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მუშაობა განაახლეს დიდმა სავაჭრო ცენტრებმა და ბაზრებმა. თუმცა, მაღაზიები 18:00 საათზე დაიკეტება. ირანში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის ალი რეზას განცხადებით, ბიზნესაქტივობის განახლებამ შესაძლოა, Covid-19-ის გავრცელების რისკი გაზარდოს: „საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ვირუსით დაავადების ...

Read More »

„რამდენ აბდლობას ასწრებენ, ეტყობა ადრე დგებიან – მე ყვარლის „ბელეტაჟს” დავთმობ და ივანიშვილმა პარაგრაფი დაუთმოს დაინფიცირებულებსო“

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „რამდენი აბდლობა ხდება, ეტყობა ძალიან ადრე დგებიან.აბა როგორ ასწრებენ?! ყველაფერს რომ გამოეხმაურო, მაგათზე ადრე უნდა ადგე. რამდენიმე თემას ვუპასუხებ: 🔸 ცეცხლის მოკიდება ნებისმიერ შენობაზე ვანდალიზმი კი არა, დანაშაულია და უნდა დაისაჯოს. ვანდალიზმია რუსთაველზე საღებაბებით დაჯღაბნილი ისტორიული შენობები და მიწისქვეშა გადასასვლელები. პრეტენზია შეიძლება არსებობდეს სააკაშვილთან, სხვადასხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება ...

Read More »

მაჭავარიანი – სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ

“სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ეს შეფასება გააკეთა „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა, ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს. „ოდნავ მაინც, წარმოდგენა ...

Read More »

იტალიის პრემიერი – ეპიდემიის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა. ამის შესახებ განცხადება კონტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავადაც აღიარა, რომ იტალია მიატოვეს და ბოდიში მოიხადა. კონტეს თქმით, ის ევროკომისიის პრეზიდენტის ამ ჟესტს აფასებს. „ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შოკი გველოდება. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელია, თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს“, – განაცხადა იტალიის ...

Read More »