Home » 2020 » April » 17

Daily Archives: April 17, 2020

რეგულაციების გამო თბილისში Carrefour-მა და აგროჰაბმა ჰიპერმარკეტები დახურეს

COVID -19 -ის გავრცელების შეზღუდვისთვის ამოქმედებული რეგულაციების გამო, თბილისში Carrefour-მა და აგროჰაბმა ჰიპერმარკეტები დახურეს. Carrefour-ის ორმა ჰიპერმარკეტმა, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირება, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გამო, 22 აპრილამდე შეაჩერა. „მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, კომპანია “კარფურის”2 ჰიპერმარკეტს ხურავს. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია. ჰიპერმარკეტები ...

Read More »

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო , – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო. “ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ...

Read More »

„საწვავზე მოთხოვნა ფაქტობრივად, განულებულია“ – ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, თუ აქამდე საწვავზე მოთხოვნა 40%-ით შეამცირა, დღეიდან ფაქტობრივად, გაანულა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საწვავზე მოთხოვნა მხოლოდ სპეციალური სამსახურების მხრიდან არის, რის გამოც, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილიც დაიხურა. თუმცა, როგორც ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და მათი მუშაობა აღდგება მაშინვე, როგორვ კი ამის საჭიროება გაჩნდება. „დღეს, 12 ...

Read More »

„თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის დახმარებით“, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

„თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, „თიბისი ლიზინგმა“ საჯარო ემისიის სახით საქართველოს საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა. ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ. ობილაციების საერთო ღირებულება ამ ეტაპისათვის 58.4 მილიონი ლარია, თუმცა მომავალში მისი 70 მილიონ ...

Read More »

მეუფე იაკობი – ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემუქრა. „ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიული ტესტი გადასცა

საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკმა 20 000 ლაბორატორიული ტესტი შეიძინა, რომელიც უკვე საქართველოშია და ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად, მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. „COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის პანდემიასთან ბრძოლაში მთავარი იარაღია. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ...

Read More »

თურნავა – არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა

არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქტიურად გაგრძელდება ბიზნესების მონიტორინგი, რათა შემაკავებელი ზომების მოხსნის შემდეგ ამოქმედება დროულად შეძლონ. „მინდა ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარების გათვალისწინებით, როცა ჩვენ, პრაქტიკულად, ...

Read More »

არ მინახავს არც ერთი გარდაცვილი, რომელიც იყო ინფიცირებული და არ ჰქონდა სხვა მძიმე ავადმყოფობა – გერმანელი ვირუსოლოგი

პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას პოსტი გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF -ზე ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჰენდრიკ შტრიკის (Prof. Hendrik Streeck) კვალდაკვალ გამოდის ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი პათოლოგანატომი პროფესორი კლაუს პოიშელი (Prof. Klaus Peuschel) და ისინი აცხადებენ: 1. ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების გვამის გაკვეთისას კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი არის ნული და ყველას გარდაცვალების სხვა მიზეზი ან მიზეზები ჰქონდა; ჰამბურგი ...

Read More »

“პლანეტას საშინელი სენი მოედება, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა…”

ნოსტრადამუსის, ვანგასა და ჰოკინგის პროგნოზები პანდემიაზე და როტშილდების უჩვეულო ილუსტრაცია მსოფლიო პანდემიის შესახებ სხვადასხვაგვარად წინასწარმეტყველებდნენ ადამიანები, რომლებსაც ცნობილ ნათელმხილველებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებით ბევრი უთქვამთ ამის შესახებ ნოსტრადამუსსა და ვანგას. ნოსტრადამუსი აი, რას წერდა ნოსტრადამუსი ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში: “დიდი ჭირი სანაპირო ქალაქში არ დასრულდება, სანამ არ იქნება გამოსყიდული უდანაშაულო სისხლი და სიკვდილი წმინდანისა, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს და წარჩინებული ქალბატონისა, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს”. ბევრი ...

Read More »

სოსო მანჯავიძე – იმედია ბრიტანეთის მაგალითი გათვალისწინებული იქნება და აგრესიულ ტესტირებაზე ახლა არ გადავალთ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საკითხს ეხმაურება და პარარლელს ბრიტანეთში მასობრივი ტესტირების ჩავარდნის პროექტთან ავლებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დიდი ბრიტანეთის მცდელობა, დაეწყო მასობრივი ტესტირება -ჩავარდა. ტესტების დასამზადებლად საჭირო სინჯებისა და კულტურის ნაწილი, რომელიც უცხოეთში შეისყიდეს, ახალი კორონავირუსით, SARS-cov 2-ით აღმოჩნდა ინფიცირებული. ინფორმაცია ტესტების დასამზადებლად საჭირო კომპონენტების კორონავირუსით ...

Read More »