Home » 2020 » April » 16

Daily Archives: April 16, 2020

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა,ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. „პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

დახურულ საჯარო სივრცეში ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. „იურიდულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

ხვალიდან, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე ...

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში საქართველოს დახმარებით დაბრუნდებიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარჩენილი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში საქართველოს დახმარებით დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხური მედია წერს, რომ კომპანია „ფლაი დუბაი“ დუბაი-თბილისის რეისის შესრულებას საქართველოს მოქალაქეების გადასაყვანად გეგმავს. სომხეთის საელჩოს შუამავლობით, ამავე რეისით სომხეთის მოქალაქეების ევაკუაციაც მოხდება. ფრენა 21 აპრილს შესრულდება. სომხეთის მოქალაქეებს თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში ავტობუსებით გადაიყვანენ.

Read More »

„უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ“

გლობალურად დღეს დილისთვის უკვე 2 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ, დაახლოებით მეოთხედია გამოჯანმრთელებული, მაგრამ უკვე ძალიან მაღალია ამ დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ჩვენთან და ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ გვქონდა ნახტომისებური ზრდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რადგან მრავლდება შიდა გადაცემის ფაქტები და ისეთიც, სპეციალისტები ...

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე – მოქალაქეებს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა ნებრავის გარეშე აეკრძალოთ

მოქალაქეებს მხოლოდ მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს. „ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ მხოლოდ და მხოლოდ სახლში. სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვოთ, თუ ეს არის აუცილებლად საჭირო. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება გახდება იძულებული, რომ გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ ...

Read More »

„ტურბომ“ პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით. „როგორც იცით, „ტურბო“ ავტოლიზინგს სთავაზობს მომხმარებელს და, შესაბამისად, გვყავს ავტომობილები საკუთრებაშიც. ჩვენი მიზანია თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. თავისუფალი გადაადგილება კი, არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, პირველ რიგში, პანდემიასთან მებრძოლ ...

Read More »

„თქვენს მიცვალებულებს რომ ჰყავდეს პატრონი, ამიტომ დარჩით სახლში – აღდგომის მეორე დღეს მე გადავიხდი დიდ პანაშვიდს“

„თქვენს მიცვალებულებს რომ ჰყავდეს პატრონი, ამიტომ დარჩით სახლში – აღდგომის მეორე დღეს მე გადავიხდი დიდ პანაშვიდს“ – მამა ნექტარიოზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს. „ჩემო თბილო და საყვარელო ადამიანებო, ყველა ვაცნობიერებთ რა განსაცდელის წინაშეც არის კაცობრიობა, ყველასთვის მძიმეა ჩვენი მიცვალებულების საფლავზე არ გასვლა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი არსებობაა. საფლავზე გასვლით მათი სულისთვის არაფერი შეიცვლება და ვიყოთ მეტად ფრთხილი, რათა ღმერთმა მშვიდობით ...

Read More »

ლუკაშენკო – კორონავირუსი ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის კარგი გაკვეთილია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი კარგი გაკვეთილია მწეველებისთვის.  „ეს კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან დაავადება პნევმონიაში გადადის ხოლმე. ეს კარგი გაკვეთილია, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, როგორ წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას ამ ე.წ. პანდემიის შემდეგ“, – აღნიშნა კულაშენკომ.

Read More »

გუგა ქაშიბაძე – დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა covid19-ისგან თავის დასაცავად, ადუღებული წყალი მიიღეს

სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, არცერთი რთული შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა მათგანი ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა. ქაშიბაძემ მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ადუღებული ...

Read More »