Home » 2020 » April » 15

Daily Archives: April 15, 2020

პაატა იმნაძე – დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ. „აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ...

Read More »

დღეს მთელი საქართველო რისკჯგუფია, დღეს იმ საშიშროების წინაშე ვართ, რომ ჩვენთან იტალია განმეორდება – პაატა იმნაძე

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ იმ საშიშროების წინაშე ვართ, რომ ჩვენთან იტალია განმეორდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ჩაყრიან იმ ბრძოლას წყალში, რითაც დღემდე კორონავირუსის გავრცელება შეაჩერეს. „ხვალ ჩემ თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომელსაც ოთხი სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ღამეებს ათენებდა და მუშაობდა, ...

Read More »

17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული. „მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

Read More »

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. „ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

Read More »

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობიდან აცნობეს, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს. ლილიანა პავლოვას შეფასებით, EIB-ი დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას ...

Read More »

ავსტრალიელმა მამაკაცმა, რომელმაც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში 5 მილიონი მოიგო

გამოცემა 7news.com-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში მცხოვრებლმა მამაკაცმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა ლატარიაში 5 მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო. როგორც გამოცემა წერს, ლატარიის წესების მიხედვით, ის ყოველთვიურად 20 წლის განმავლობაში 20 000 ავსტრალიურ დოლარს მიიღებს. მამაკაცი თავის ვინაიობას არ ასაჯაროვებს და ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. სანდრო პირველი

Read More »

მიტროპოლიტი იობი: კორონავირუსისთ უფრო მეტად მოხუცები იღუპებიან, ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს განაცხადა. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი ...

Read More »

კომპანია AS Georgia 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

აზერბაიჯანულმა კომპანია AS Georgia-მ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს საქართველოს მასშტაბით დახმარება გაუწია და საკვები პროდუქტები გადასცა. ქვეყანაში შექმნილი საკარანტინე სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლოის ფარგლებში, AS Georgia-მ მარნეულსა და გარდაბანში მცხოვრებ 250 ოჯახს სოციალური დახმარება გაუწია და საკვები პროდუქტები გადასცა. მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით, სასურსათო ამანათები დარიგდა. კომპანია AS Georgia მომავალ კვირას კვლავ გეგმავს 250 ოჯახის დახმარებას ...

Read More »

შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის

თიბისი და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს ახალ ინიციატივას სთავაზობს – „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“.შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. შეთავაზება მოიცავს, B2C ონლაინ მაღაზიების პლატფორმის გამოყენებას, რომლითაც მომხმარებელი მარტივად ააწყობს ვებ-გვერდს, ჩააშენებს თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევს პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს, როგორც ...

Read More »

გუტერეში: დეზინფორმაციის პანდემია ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ კოვიდ-19-ის თაობაზე სიცრუის და ყალბი ინფორმაციის დიდი ნაკადები ვრცელდება. მისი თქმით, ეს “დეზინფორმაციის საშიში ეპიდემიაა”, იგივე “მისინფო-დემია”, რომელიც გულისხმობს ტყუილებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცრუ რჩევებს, შეთქმულების თეორიებს, გველის ზეთით მკურნალობის მსგავს საშუალებებს და სხვა. მისი თქმით, ამგვარი ცნობები საწამლავს ჰგავს, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. გუტერეშმა ჟურნალისტებს და ფაქტების შემმოწმებლებს, ე.წ. ...

Read More »