Home » 2020 » April » 14

Daily Archives: April 14, 2020

COVID-19-ის გამოწვევის დაძლევაში „ალდაგმა“ თავის წვლილი შეიტანა

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა COVID-19-ის დაძლევაში თავისი წვლილი შეიტანა. კომპანიამ პრევენციის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. „ალდაგი“ ყოველთვის იყო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი. კომპანიას ქველმოქმედების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. თავად „ალდაგში“ შექმნილია ფონდი ჩვენი თანამშრომლების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ COVID-19-ის დამარცხებას,“ – აცხადებენ „ალდაგში“.

Read More »

უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკვაეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ამავე უწყების გენერალი, ვალერი შატიანოვი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით დააპატიმრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შატიანოვი აგროვებდა ინფორმაციას და აწვდიდა რუსულ მხარეს დონბასის ზონაში განხორციელებული ფარული ოპერაციების, უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროს საკითხების შესახებ. ბრალდებული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ნეიტრალურ ტერიტორიებზე, გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაში მართავდა. გავრცელებული ცნობებით, მას რუსული პასპორტიც აღმოაჩნდა.

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – ისე არ უნდა მოხდეს, მერე ეკონომიკა ვეღარ აღვადგინოთ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, სწორი იქნება თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება. მისი აზრით, რაც უფრიო მკაცრად იქნება დაცული შეზღუდვები, მით მეტად მალე წავა პანდემია დაღმავალი გზით. “დღევანდელ სიტუციაში, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება იმიტომ, რომ, რაც უფრო მკაცრად და ზედმიწევნით დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, მით ...

Read More »

„საქართველო კორონავირუსს რომ კარგად ებრძვის, ეს სააკაშვილის დამსახურებაა“

საქართველო კორონავირუსს რომ კარგად ებრძვის, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დამსახურება, – ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა „საქართველო კორონავირუსს კარგად ებრძვის და ეს ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, რომლის შემქმნელი და ავტორი დღევანდელი ხელისუფლება არ არის. ეს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. ლუგარის ლაბორატორიაც სააკაშვილის გამო გვაქვს, თორემ ახლა სად ვიქნებოდით არც ვიცი. ხელისუფლების დამსახურება ცოტა მოკრძალებულია, რაც მათ ...

Read More »

გიორგი გახარია – ჩვენი ამოცანა ახლა არა ვაჭრობისა და ბიზნესის წახალისება

ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები სახლებში შევინარჩუნოთ და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანამ, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში უნდა „გაიჭირვოს“, რათა კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სწრაფად შეუდგეს. მთავრობის მეთაურის ...

Read More »

„აბსოლუტურად შესაძლებელია, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია“

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს , -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის ...

Read More »

„ყველა იმ კომპანიას მივაკითხავთ, რომლებმაც თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს“

საქართველოს პრმიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც კრიზისის დროს თანამშრომლებს სამსახურიდან გაუშვებს, პასუხს მოსთხოვს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კომპანიას, რომელიც კრიზისის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებს, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. „იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე ...

Read More »

„150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე ქვეყანაში საარსებო მინიმუმია“

„უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დახმარების სახით 150 ლარზე მეტს მიიღებენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. „150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ეს არის იმაზე ნაკლები ვიდრე არის ქვეყანაში საარსებო მინიმუმი. მე შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება არ იქნება 150 ლარი და იქნება მეტი,“ – განაცხადა გახარიამ. პრემიერს არ დაუკონკრეტებია – რა ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც ...

Read More »

გიორგი გახარია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის არ აქვს. „ყველა ადამიანი ცდილობს, რომ ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს. არ მინდა ამ ...

Read More »

„სტარტაპერი“ და საკურიერო მომსახურების კომპანია „მიმო“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ

სტარტაპერებს „თიბისიშენთვის“ ფარგლებში, პროგრამა „სტარტაპერი“ და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია „მიმო“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ. შეთავაზების ფარგლებში, პირველი 100 სტარტაპი, რომელიც „მიმოს“ მომხმარებელი გახდება, საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია „მიმო“, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს ...

Read More »