Home » 2020 » April » 12

Daily Archives: April 12, 2020

შვედეთში Сovid 19-ით დაინფიცირებული 10 151 ადამიანია, რომელთაგან 887 გარდაიცვალა – ქვეყანა ზომებს არ ამკაცრებს

შვედეთი იმ გამონაკლისი ქვეყნების სიაშია, ვინც კორონავირუსის პანდემიური პროცესის მსუბუქი პრევენციული ღონისძიებები გაატარა. შვედეთს არ დაუხურავს სკოლები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები დღემდე ღიაა და რაც ნიშანდობლივია, ქვეყანას არ ჩაუკეტავს საზღვრები. შვედეთში ბარები და რესტორნები აგრძელებენ მუშაობას, მატარებლები და ავტობუსები განაგრძობენ მოსახლეობის გადაყვანას ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელია კინოთეატრებშიც სიარული. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, შტეფან ლოფვანმა შვედებს მოუწოდა, მოიქცნენ “როგორც უფროსები” და არ აყვნენ “პანიკასა ...

Read More »

ლევან რატიანი – 79 წლის კაცი და 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 80 წლის ქალი  და 79 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ,,18 დღის წინ შევიდა კლინიკაში და იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან. აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის ...

Read More »

დონალდ ტრამპი – მაშინ, როდესაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, თუ რამხელა ძალა აქვს ლოცვას

„მაშინ, როდესაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თუ რამდელა ძალა აქვს ლოცვას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ლოცვის დროს მაქსიმალურად დაიცვან წესები და მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობს. „ამ წმინდა დღეს ჩვენი ერი უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე დგას ერთად, როგორც არასდროს“, ...

Read More »

პატრიარქი – ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს

მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ, როცა ჩვენ ვხვდებით განსაცდელებს, როგორიც ახლაა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ განსაცდელს მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს რომ გადაგვატანინოს ის. „გილოცავთ ამ ...

Read More »

ელისაბედ II – აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, აღდგომა გვჭირდება, როგორც არასდროს

აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, აღდგომა გვჭირდება, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა. ბრიტანეთის მონარქმა ​კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდველი ზომების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. დედოფალმა ელისაბედმა თქვა, რომ განცალკევებულად ყოფნით მოსახლეობა ერთმანეთს იცავს. „განცალკევებულად ყოფნით ჩვენ სხვებს ვიცავთ. აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, ფაქტობრივად, ჩვენ გვჭირდება აღდგომა, როგორც არასდროს. დაე, აღდგომის იმედის ცოცხალი ალი იყოს მუდმივი წინამძღოლი ...

Read More »

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა

როგორც “ბიბისი” წერს, კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იტალიას გადაასწრო და მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემებით, აშშ-ში Covid 19-ს უკვე 20 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, აშშ გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. აშშ-ში კორონავირუსის 530 000-ზე მეტი შემთხვევა, საიდანაც ყველაზე მეტი, 180 000 ნიო იორკში ფიქსირდება. ...

Read More »

ზაზა ჭელიძე: ვირუსი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას შეეყარა, გაცილებით რთული მოსაშორებელი იქნება, ვიდრე COVID-19

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე სოციალურ ქსელში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობილ საინტერესო ანალიტიკურ მოსაზრებას აქვეყნებს. ზაზა ჭელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „დაინფიცირებულების 71% მოდის 7 ქვეყანაზე (აშშ, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი). ამავე “დიდ შვიდეულზე” მოდის გარდაცვლილების 80%. ამ ქვეყნებში მოქმედებს კარანტინის ყველაზე მკაცრი ზომები და პრობლემები აქვს ეკონომიკას. ეს 7 ქვეყანა ქმნის მსოფლიო ეკონომიკის ნახევარზე მეტს – ...

Read More »

ქობულეთის სოფლებში გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა მოქალაქეებს პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშუალება ექნებათ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ იმ პროტოკოლს დაიცავენ, რაც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ სოფლებში სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა ისინი საჭიროებენ ან პროდუქტის შეძენას, ან მედიკამენტის, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას უზურნველჰყოფს საოპერაციო შტაბი, ...

Read More »

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. „მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. ციტოკინურ შტორმზე, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ...

Read More »