Home » 2020 » April » 11

Daily Archives: April 11, 2020

ლევან რატიანი: მშვიდად ვართ, უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს

“ახლა ჩვენი კლინიკა დამშვიდებულ სიტუაციაში ვართ. უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განაცხადა. “ეს ვირუსული ინფექცია ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ უკვე გამოწვევა აღარ დგას. უკვე გვაქვს იმაზე პასუხი, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. რაც შეეხება წინა კვირას, მოგეხსენებათ ნაკადი გაიზარდა ჩვენს კლინიკაში. ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს

“მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ...

Read More »

„მაისის ბოლომდე თავდაცვის ობიექტებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში 5 000-მდე ადამიანი დასაქმდება“

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და აღჭურვა თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. ვგულისხმობ 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობას და ყველა შენობის რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა. „ამის გარდა ჩვენი ჯარისკაცების აღჭურვა და ეკიპირება შესაბამისი ხარისხის სტანდარტით მოხდება. იქნება ეს კვება, სამედიცინო დაზღვევა თუ ხელფასები – ყველა ...

Read More »

სალომე ასათიანი – სუპერმდიდარი სელებრითები სასახლეებიდან მოგვიწოდებენ შინ დავრჩეთ

ჟურნალისტი, სალომე ასათიანი სოციალურ უთანასწორობაზე წერს, რომელიც პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის და თვითიზოლაციის ფონზე ადამიანებს კიდევ უფრო უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. “მოვა დრო და ამ “დარჩი სახლში” ლოზუნგს რომელიმე სოციოლოგი აუცილებლად გამოიყენებს მძვინვარე უთანასწორობის და უსამართლობის გასაანალიზებლად. ინტერნეტი წაიღო სუპერმდიდარი “სელებრითების” ვიდეოებმა, რომელიმე ოკეანის ხედის ფონზე, სასახლეებიდან რომ მოგვიწოდებენ შინ დავრჩეთ და საკუთარ თავს მედიტაციურად ჩავუღრმავდეთ სიმშვიდის და “ცენტრის” მოსაპოვებლად. საშუალო ...

Read More »

„ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს, ისე მოვიქცეთ“

„ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს, ისე მოვიქცეთ“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა და კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა. „კრიზისი უკვე დაწყებულია. პრაქტიკულად თვენახევარია მსოფლიო შეეჯახა ამ დაუძლეველ ძალას. ეს მეტია, ვიდრე 2008 წლის კრიზისი. ზოგადი კოლაფსი, რაც მაშინ მოხდა, ეკონომიკაში ძალიან მცირე იყო. მე უფრო მეორე მსოფლიო ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო – „სუფთა სახლს“ შეუძლია თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს და შეუძლია, რომ თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს. „სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის” პროდუქციით“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „სუფთა სახლის“ მაღაზიების დახურვის შესახებ ...

Read More »

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, მაგრამ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ვერ შეძლებს დასწრებას – მეუფე გრიგოლი

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, მაგრამ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ვერ შეძლებს დასწრებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მას ის კი არ აწუხებს, რომ ეს ინფექცია შეეყაროს, არამედ ის, რომ თავად არ გადასდოს სხვას. „რამდენადაც ვიცი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა, ნეტავი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ ტესტირება. რა თქმა უნდა, ციფრი გაიზრდება უცბად, მაგრამ გვეცოდინება ...

Read More »

გიორგი ბაბუაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის

მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. როგორც გიორგი ბაბუაძე განმარტავს, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. „ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის… ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც ...

Read More »

სოციალური უპასუხისმგებლობა “სილქნეტისგან”

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები მუდმივად ზრუნავენ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებაზე. სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით წინა პლანზე წამოვიდა კორონავისრუსის პანდემიის პირობებში. ამ ტენდენციას ცდილობენ აყვნენ ქართული კომპანიებიც და მთავრობის თუ საზოგადოების მითითების პარალელურად, ახერხებენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობის გახორციელებას – იქნება ეს დაბალი ტარიფების შენარჩუნება, წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ზრდის შეჩერება თუ სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის მეშვეობითაც კრიზისულ ვითარებაში მყოფ მოსახლეობას ...

Read More »

„სუფთა სახლში“ მაღაზიების დახურვის მიზეზს განმარტავენ

მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლში“ დახურვის მიზეზთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მიზეზი მთავრობის დადგენილებაა და „სუფთა სახლი“ იმ კომპანიებს შორის ვერ მოხვდა, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სუფთა სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანი ნადირაშვილმა განუცხადა, 10 აპრილიდან მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. მისივე განცხადებით, „სუფთა სახლი“ 10 აპრილამდე მუშაობას ...

Read More »