Home » 2020 » April » 10

Daily Archives: April 10, 2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ. ქრონიკის ინფორმაციით, ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

Read More »

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი – ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება

“ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება”, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.  მისი თქმით, მიუხედავად დინამიკის შემცირებისა, ვირუსის წყაროები ხშირად იდენტიფიცირებული არ არის. „როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება ...

Read More »

„კორონავირუსის კრიზისი აჩვენებს, რომ ოჯახების გაუქმების დროა“

„კორონავირუსის კრიზისი აჩვენებს, რომ ოჯახების გაუქმების დროა“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Opendemocracy.net. „პანდემიური პროცესის პერიოდში, საზოგადოების ნაწილმა მიიღეს პრევენციული ზომები (იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობით), რომელიც სოციალურ დისტანცირებასა და სხვა სახის ქმედებებში გამოიხატება. მედია პლატფორმები სავსეა კორონავირუსზე ახალი ამბებით, რომელთა უმრავლესობა ადამიანების შეშფოთებით და სასოწარკვეთით არის სავსე ვირუსული პროცესის გათვალისწინებით, თუმცა იუმორისტული და კომიკური ვიდეოებიც გვხვდება“, – ნათქვამია ...

Read More »

ნათია თურნავა – ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა. თურნავას თქმით, საქართველოს წინა წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს აძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ეფექტურად გადალახავს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. „საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, ...

Read More »

„ჩვენთვის ქართული პირბადე გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესია, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“

გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადე ლამაზი და კარგია. „ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, ...

Read More »

რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ დაკრძალვის ცერემონია იქნება, სადაც დასწრება მოქალაქეებს შეეძლებათ დასწრება და ისიც შეზღუდული რაოდენობით. აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის აკრძალვას მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გონივრულია და საფლავებზე არგასვლა არც გარდაცვლილთა ხსოვნას შეურაცხყოფს და არც ცოდვად არ ითვლება. ამის შესახებ ...

Read More »

„უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და სასულიერო პირებს თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს“

მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი ვარ, ვალდებული ვარ, რომ დავემორჩილო. თუმცა, ...

Read More »

ბრიუსელი კორონავირუსით დაზარალებული ევროკავშირის ქვეყნებისთვის €500 მილიარდს გამოყოფს

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ფინანსური დახმარება სხვა მიზნებთან ერთად მიმართული იქნება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.  შეთანხმებული ფინანსური პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება. აქედან 240 მილიარდი ევრო გამოიყოფა სტაბილიზაციის ევროპული მექანიზმის (ESM) ფარგლებში კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის. კიდევ 200 მილიარდი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ...

Read More »

ტრამპი: ბერნი სანდერსის მხარდამჭერები „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდნენ. ამის შესახებ გამოცემა Thehill წერს. „ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. მადლობა ელიზაბეტ უორენს. რომ არა ის, ბერნი თითქმის ყველა შტატში გაიმარჯვებდა „სუპერ სამშაბათს“. ყველაფერი ეს ისე დასრულდა, როგორც დემოკრატებსა და დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს სურდათ. ბერნის მხარდამჭერები „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდნენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ დემოკრატი ...

Read More »

იმნაძე – ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს

ლუგარის ცენტრი თავისი მუშაობის მოდელით არ არის გათლილი ვაქცინაზე სამუშაოდ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მათი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს. „ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე ...

Read More »