Home » 2020 » April » 09

Daily Archives: April 9, 2020

ივანე მაჭავარიანი – პარტნიორები მზად არიან, საქართველოს სწრაფი ფინანსური დახმარებისთვის, რათა გავუმკლავდეთ გლობალურ გამოწვევას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეხმაურება პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ძალა ერთობაშია – ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით სავსე მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის ...

Read More »

ბოლო ერთ კვირაში, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 6.6 მილიონი ადამიანით გაიზარდა

იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელიც უმუშევრობის დახმარებას ითხოვს, უკვე 15 მილიონს აღწევს. ბოლო ერთ კვირაში მათი რაოდენობა 6.6 მილიონით გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აპრილის ბოლომდე უმუშევართა რიცხვი ამერიკაში 20 მილიონს მიაღწევს. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად, შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში მიმოსვლა შეზღუდულია, დახურულია ან დროებით შეჩერებულია რესტორნების, ბარების, კაზინოების, სილამაზის სალონების და უამრავი სხვა ბიზნესის საქმიანობა. “ამერიკის ხმა”

Read More »

„არ მივსულვარ მემორიალთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი“

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ ერთად არ გავიხსენოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ვხვდებით და გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში – საგანგებო მდგომარეობის და შინ დარჩენის, კარანტინის. მთელი საზოგადოება ხვდება მას სხვა განწყობით. ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, ...

Read More »

კარლ ჰარცელი: საქართველოზე შეყვარებული ვარ და ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე

„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზნებზე ისაუბრა. კარლ ჰარცელმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხარდაჭერას წესების დაცვასა და კორონავირუსის ზიანის შემცირების კუთხით. ელჩის შეფასებით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმსაც ამერიკის ლიდერს საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია. “ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან”,-დასძინა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მას ორგანიზაციისთვის ...

Read More »

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება – ჩვენი საექსპორტო ბაზრები, ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან“

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ზედაზენის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. ჩოჩელი მხოლოდ საკუთარი კომპანიების მაგალითზე აცხადებს, რომ ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული. „მიდის კოორდინირებული მუშაობა და დღევანდელი გადასახედიდან არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის ...

Read More »

იტალიის პრემიერი – ევროკავშირი, როგორც პროექტი, შეიძლება კორონავირუსის გამო ჩაფლავდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ევროკავშირი, როგორც პროექტი, რისკის წინაშეა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზის გამო. იტალიის პრემიერმა ამის შესახებ „ბიბისის“-თან საუბრისას განაცხადა. კონტეს განცხადებით, ევროკავშირიმა ადეკვატურად და კოორდინირებულად უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ვირუსისგან ძალიან დაზარალდნენ. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გამოწვევა იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდ გამოწვევას ეძახის“. აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერის ინტერვიუ „ბიბისისთან“ იყო ...

Read More »

ლია ლემონჯავა – იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 6 აპრილის ბრძანებით, რომლის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგება მოახდინოს, ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოებას მიეწოდოს მინისტრის ბრძანების თაობაზე სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს არიდებული არაკომპეტენტური განმარტებები ან პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოწყვლადი ჯგუფების გაღიზიანება და ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ ...

Read More »

ვახტანგ გომელაური – ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. „რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ...

Read More »

ძაღლებმა შესაძლოა ადამიანში კორონავირუსის ნიშნები ამოიცნონ

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, საგანგებოდ გაწვრთნილმა ძაღლებმა შესაძლოა ადამიანში კორონავირუსის შესაძლო ნიშნები ამოიცნონ, სამეცნიერო კვლევითი კომპანია, რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს, რომ თითოეულ დაავადებას თავისი სპეციფიკური სუნი ახლავს, რაც კვლევებით დასტურდება, თუ აღმოჩნდება, რომ კორონავირუსიც სუნის მატარებელია, 6 კვირიანი წვრთნით ძაღლები შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას, რაც ინფიცირების შემთხვევათა დროულად გამოვლენის მაჩვენებელს გაზრდის “დადასტურებულია, რომ ძაღლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლიათ, უკვე მუშაობენ ადამიანებთან , გასულ წელს, ჩვენ ...

Read More »