Home » 2020 » April » 08

Daily Archives: April 8, 2020

სილქნეტი ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის – თბილისში 120, რეგიონებში კი 100 ლარი

სილქნეტი ახალი აბონენტებისთვის 2 თვის გადასახადს აუქმებს, თუმცა ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის. ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაცია თბილისში 120 ლარი, ხოლო რეგიონებში 100 ლარი ეღირება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული. “სილქნეტი მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს და ორი თვის სააბონენტო გადასახადს აუქმებს  სილქნეტი, ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე, ოპერატიულად მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ...

Read More »

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური გახდა

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა. დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის ...

Read More »

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდის

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ტვიტერზე დაწერა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. Thank you, 🇬🇪 ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი EBRD-თან 200 მილიონი დოლარის სვოპ ოპერაციებზე აფორმებს შეთანხმებას

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.  ამ პროცესში, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთ ძირითადი მოვალეობაა.  დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს ...

Read More »

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა

„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალაქში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სურსათისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას ითვალისწინებს. „აქსის თაუერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ოთარ დიხამინჯიამ მედიასთან განმარტა, რომ კომპანიამ შეისყიდა სურსათი, ტკბილეული და სარეცხი საშუალებები, დაამზადა 1000 კალათა და გადასცა თბილისის მერიას ხანდაზმულთათვის გასანაწილებლად. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ პანდემიისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანისგან მაქსიმალურად ...

Read More »

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა

ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ...

Read More »

როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ...

Read More »

ნიკოლოზ გამყრელიძე – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მეტი მოქნილობა მართებს

“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ,”- ამის შესახებბ გადაცემა “საქმიან დილაში”  “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.  “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა ...

Read More »

ქართული წარმოების პირბადეები PSP-ში 0%-იანი მოგებით გაიყიდება

ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეები PSP-ს ქსელში 0% მოგებით გაიყიდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქცია დღეიდან თბილისის სააფთიაქო ქსელში, ეტაპობრივად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პროგრამა აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით საქართველოში მრავალშრიანი ნიღბები დამზადა, რომლებიც დღეიდან უკვე PSP-ს ქსელში მომხამრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თითეული ნიღაბი 0%-იანი მოგებით, ანუ თვითღირებულებით გაიყიდება.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read More »