Home » 2020 » April » 07

Daily Archives: April 7, 2020

ქართველი IT სპეციალისტები კარანტინში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდებიან

უფასო დახმარება IT საკითხებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის პერიოდში – IT კომპანია „სინტაქსი“ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრები საქართველოს მოსახლეობას უპრეცედენტო პროექტს სთავაზობენ, რომელშიც შემდგომში სხვადასხვა სტრუქტურების IT ინჟინრებიც სურვილისამებრ ჩაერთვებიან. აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი საჯარო სტრუქტურის საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტებს ეკუთვნით, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ იზოლაციაში მყოფ თანამოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური ტიპის პრობლემის გადაწყვეტაში – იქნება ეს დრაივერის დაყენება, მიკროფონის ჩართვა, სხვადასხვა პროგრამების დაინსტალირება ...

Read More »

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა“

„იმედი მაქვს, რომ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან მძიმე არ იყო და ამას დრო აჩვენებს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. პაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. „ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა. თუმცა, შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ ...

Read More »

„თიბისიმ” ვაჭრობის დაფინანსებისთვის „სითი ბანკისგან” 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისიმ“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის „სითი ბანკისგან“ 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.  ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა. „საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს ...

Read More »

ლუკაშენკო – საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ თავად ვუმკურნალო კორონავირუსით ინფიცირებულებს

„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ თავად ვუმკურნალო კორონავირუსით ინფიცირებულებს“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს. მისივე თქმით, მან ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი უკვე საქმის კურსში ჩააყენა. „თუ რამის გაკეთება შემიძლია, უნდა მითხრათ. მე ველაპარაკე მინისტრს, ვუთხარი თუ საჭიროა ვლადიმერ სტეფანოვიჩ, მე შენთან ერთად წავალ და ხალხს ვუმკურნალებ. მან მითხრა, რომ ჯერ საჭირო არ არის. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს ...

Read More »

აგრარული ბაზრების მოვაჭრეებს ყოველ დილით ტემპერატურას გაუზომავენ – მყიდველები ტერიტორიაზე პირბადისა და ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს აგრარული ბაზრებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში. კერძოდ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი ...

Read More »

საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია – თენგიზ ცერცვაძე

„საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპის მასშტაბით საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით 53-ე ადგილზეა და მასზე უკეთესი პოზიცია მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ. „საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ევროპის ...

Read More »

„პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან დღეს ამას ობიექტური წინაპირობა არ აქვს”

„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა. პურის ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 45 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. stopcov.ge -ის  ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა 3.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო. ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

Read More »

მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის

მოძრაობა ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ლელოს პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეთავაზება მთავრობისა და ბანკების მისამართით გაკეთდა. ხაზარაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და საქართველოს მთავრობას გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება დღემდე არ წარმოუდგენია. “უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები: რამდენი ...

Read More »