Home » 2020 » April » 06

Daily Archives: April 6, 2020

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები; შეავსოთ მობილურის ბალანსი საკომისიოს გარეშე;გადარიცხოთ თანხა ნებისმიერი მიმართულებით;გახსნათ ანაბარი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით;აიღოთ სესხი დისტანციურად;ისარგებლოთ პირადი დილერის მომსახურებით და დააკონვერტიროთ თანხა სპეციალური კურსით;გაიქტიუროთ სმს ბანკი ...

Read More »

„თიბისი“ შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

„თიბისის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. „თიბისის“ მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია. „ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. „თიბისის“ კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ...

Read More »

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც  ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა. ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად. როგორც ...

Read More »

ფულის რეცხვამ და უთოობამ ფოთის ბაზარი დახურვას გადაარჩინა

კორონავირუსისი გავრცელების პარალელურად აგრარულ ბაზრებში ხალხმრავლობისა და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო არაერთი დიდი აგრობაზარი დაიხურა. ბაზრები დაკეტილია შიდა ქართლში, იმერეთში, დუშეთში და სხვა. სამეგრელო ზემო-სვანეთში დაიხურა სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებიც, თუმცა დახურვას გადაურჩა ფოთის აგრობაზარი. როგორ გადაურჩა ფოთის ბაზარი დახურვას? ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ გამოსავალი მალევე მოძებნა და კონტროლის საკუთარი მექანიზმები აამოქმედა. ფულის გარეცხვა -გაუთავება, ბაზრში შემსვლელებისთვის ტემპერატურის გაზომვა, ორმეტრინაი დისტანციის დაცვა, ხელთათმანებითა და ნიღბებით სარგებლობა – ამ ზომების შემოღებით ბაზარი კვლავაც ფუნქციონირებს. ...

Read More »

EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მათ შორის საქართველოში

EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მათ შორის, საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია EBRD-ის ინფორმაციაში. ​მათივე ინფორმაციით, ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა. EBRD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკი გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – მცდარია მოსაზრება, რომ ახლა დასავლური კაპიტალი ჩინეთიდან სრულ რეალოკაციას მოახდენს

“მცდარია მოსაზრება, რომ ახლა დასავლური კაპიტალი ჩინეთიდან სრულ რეალოკაციას მოახდენს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგაგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანს პოსტ კრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო. სავსებით სწორია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ახალი 2 მილიარდიანი პაკეტი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, რაც საკრედიტო-საგარანტიო სქემების ...

Read More »

კორონავირუსის აღმოფხვრამდე გამოსახლებები არ იქნება

„ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განხორციელდება“ , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც წინა კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა მუშაობდა იმისათვის, რომ ჩვენი სიპების და რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დისტანციურად და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ...

Read More »

„ჯანმომ ჩინეთისთვის ხელის დაფარება უნდა შეწყვიტოს, ვფიქრობ, ექიმმა ტედროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს“

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთისთვის ხელის დაფარება უნდა შეწყვიტოს“, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სენატორი, მართა მაქსალი აცხადებს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთისთვის ხელის დაფარება უნდა შეწყვიტოს, ვფიქრობ, ექიმმა ტედროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ. უპასუხისმგებლობაა, უსინდისობაა, რაც მათ გააკეთეს მაშინ, როდესაც ადამიანები კვდებიან მთელს მსოფლიოში. არასდროს ვენდობოდი კომუნისტებს. მათ დამალეს ვირუსი, რომელიც ჩვენთან გაჩნდა, ამერიკაში ...

Read More »

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა,  კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ რეჟიმში მისაღებ გადაწყვეტილებებზე იყო საუბარი, 10 დღეა გასული და ...

Read More »

„დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოშია დანერგილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში“

საქართველოს პრემეირ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. როგორც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება OECD-იმ ერთ-ერთ ანგარიშში გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, და ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ. „მნიშვნელოვანია ისიც, ...

Read More »