Home » 2020 » April » 05

Daily Archives: April 5, 2020

თამაზ კერესელიძე – კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა. საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით მსოფლიო დონის სპეციალისტები გვყავს. სწორედ მათი 24 საათიანი დაუღალავი შრომის და მათი უმაღლესი კვალიფიკაციის შედეგია, რომ საქართველოში ხერხდება კორონოვარუსის გავრცელების კონტროლი და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. ყოველივე ეს კი იმ ქართული ...

Read More »

მზად ვართ, დავიწყოთ „აგარის შაქრის“ წარმოების განახლება, რითაც შაქარზე ჩვენი მოთხოვნის თითქმის 50% იქნება უზრუნველყოფილი – ნათია თურნავა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, ამთავითვე დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე, მას შემდეგ, რაც იმედია სწრაფად, ეფექტიანად დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, რომელიც უმკლავდება გლობალურ გამოწვევას, ახალ კორონავირუსს. „ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და ...

Read More »

თურქეთის მთავრობამ ესპანეთს ჩინეთში ნაყიდი ხელოვნური სუნთქვის აპარატები წაართვა

თურქეთის მთავრობამ ანკარაში იმ სამედიცინო აღჭურვილობის რეკვიზირება მოახდინა, რომელიც ესპანეთისთვის იყო განკუთვნილი. საუბარია ხელოვნური სუნთქვის 162 აპარატზე, რომელიც ესპანეთის პროვინციების ნავარასა და კასტილია ლა მანჩას მთავრობებმა ჩინეთში შეიძინეს და სტამბულის აეროპორტის გავლით ესპანეთში გადაჰქონდათ. ფორმალურად, ტვირთის ჩამორთმევის საფუძველი თურქეთის მთავრობის საგანგებო დადგენილება გახდა, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ტერიტორიიდან სამედიცინო აღჭურვილობის გატანას კრძალავს. ესპანეთი ამ ტვირთს დაკარგულად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში ...

Read More »

დაჯარიმებული პირები გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ

ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შედეგად დადგენილი წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სასამართლოსთვის მიმართვით სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ. ამჟამად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, შეჩერებულია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა – აღნიშნულის შესახებ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, ნიკა გოგბერაშვილი აკეთებს. ნიკა გოგბერაშვილის განმარტებით, ...

Read More »

მსოფლიოს #1 პრობლემა გადაწყვეტილია – ქართველმა გამომგონებელმა პორტატული სუნთქვის აპარატი შექმნა

სანამ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, იგი ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ ინოვაციურ პროექტებს ნერგავდა. მილიარდები სწორედ ამან მოუტანა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წელს იგი ქართველ გამომგონებელ თემურ მაისურაძის ერთ–ერთი პროექტით დაინტერესდა. საქართველოში ტრამპის ვიზიტის დროს მისი წარმომადგენელი ქართველ გამომგონებელს დაუკავშირდა და ბათუმში ჩაბრძანება სთხოვა. მაშინ სხვა გამოგონებაზე იყო საუბარი და „ქრონიკა+“ პირველი ...

Read More »

ინდოეთში, კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

“ახალი ვირუსით გამოწვეულმა პანდემიურმა პროცესემა, მსოფლიო დააჩოქა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია წყვილისთვის ჩატისგარიდან (Chhattisgarh), რომლებმაც თავიანთ ახალშობილ ტყუპებს “კორონა” და “კოვიდი” დაარქვეს”, – ამის შესახებ indiatoday-ი წერს. მართალია, ეს ორი სახელი თანამედროვე მსოფლიოში უკვე შიშს იწვევს, მაგრამ ტყუპების მშობლების განცხადებით, ეს არის სიმბოლო გამარჯვებისა ამ განსაცდელის დროს. ტყუპი ახალშობილები ბიჭი და გოგონაა. მშობლებმა კორონა გოგოს დაარქვეს, ხოლო კოვიდი ბიჭს, ...

Read More »

„თუ დადასტურდა, რომ ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მივიღებთ“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში უპასუხა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვირუსთან ბრძოლის ფონზე, რამდენად გამართლებულია პრემიების აღება. „ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს, შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ...

Read More »

ტრამპი: ბევრი ადამიანი დაიღუპება – ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას “უსასტიკესი კვირა” ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. “ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება. უსასტიკესი კვირა გველოდება. ამ რიცხვების მსგავსი ალბათ არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 306 000 შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულია 8 300 ადამიანი.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. “ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 რიცხვში მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს

კომპანია “მადლობის ფონდს” ქმნის და პირველადი შენატანის სახით 100,000 ლარის კონტრიბუციას აკეთებს “ჯიპიაი ჰოლდინგი”  Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება.  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს , აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. “ჯიპიაიში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც  ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. COVID-19 თან ბრძოლის ...

Read More »