Home » 2020 » April » 04

Daily Archives: April 4, 2020

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყების გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წლების წინ დაწყებულ საქმეს – ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა ...

Read More »

ცუცქირიძე – კრიზისის შემდგომ ბევრი რამის გადაფასება მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის

“კორონომიკა ძირეულად შეცვლის გლობალური ეკონომიკის არქიტექტურას”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს მაინც ერიდებიან მიმდინარე გლობალური კრიზისის რეალური სახელის დარქმევას. ბუნებრივია, ეს კრიზისი განსხვავდება, გასული 2007-2009 წლების, გლობალური კრიზისიგან, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი არა წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, არამედ ვირუსული პანდემია გახდა და რასაც უცხოელი თუ ქართველი ეკონომისტები სულ ...

Read More »

ირაკლი გოგავა – დაიწყო გლობალური მედიაპროექტის მეორე ფაზა!

“დაიწყო გლობალური მედიაპროექტის მეორე ფაზა!”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დაიწყო გლობალური მედიაპროექტის მეორე ფაზა! “მეინსტრიმულ” გამოცემებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაჩნდა სასურსათო კრიზისის ხშირი ხსენება. წერენ, რომ ზოგიერთმა  ქვეყანამ შეზღუდა სასურსათო ნედლეულის ექსპორტი ქვეყნიდან. ასევე წერენ, რომ  ყანებსა და პლანტაციებში საკმარისი მუშახელი არ გადის, პორტებში მუშების ნაკლებობაა და ა.შ. ...

Read More »

აქსის თაუერსმა COVID-19 – წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოჰყო

აღნიშნული თანხიდან კომპანიამ 50 000 ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში – StopCov.ge გადარიცხა, ხოლო 50 000 ლარით მარტოხელა მოხუცებისათვის სასურსათო კალათები შეიძინა, რომელთა დარიგებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს დედაქალაქში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის. აქსის თაუერსში აცხადებენ, რომ ვირუსის დამარცხებისკენ მიმართული სამედიცინო საზოგადოების ძალისხმევის პარალელურად, დღეს ყველა ძალა საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რაც პანდემიისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანის მაქსიმალურად შემცირებისთვის ზრუნვა და ...

Read More »

აშშ-ს სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პირბადეების „მიტაცებაში“ ადანაშაულებენ

ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-მ ბერლინის პოლიციისთვის შეკვეთილი 200 000 პირბადის კონფისკაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანულ მხარეს შეკვეთილი FFP2 რესპირატორებისთვის თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა აშშ-მ მათი გერმანიაში გაგზავნა შეაჩერა. ბერლინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანრდიას გეიზელმა აღნიშნული ფაქტი „თანამედროვე მეკობრეობად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება. „გლობალური კრიზისის დროსაც კი ...

Read More »

დავითაშვილი – იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს

„სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს და იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს. „ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი. პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ, აგრარული დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თვითუზრუნველყოფის ზრდას და აგრარული ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა. “თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო ...

Read More »

ლუკაშენკო – არ გეჩვენებათ, რომ გადაწყვიტეს კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო?

“არ გეჩვენებათ, რომ გადაწყვიტეს კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო?”, – ამის შესახებ ბელარუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს. ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები. „არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და ...

Read More »

FOX NEWS – მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების ოფიციალური შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა – ასე წარადგენს ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი” ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. მასალა სათაურით – „საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილები” დღეს გამოქვეყნდა. როგორც გიორგი გახარია ტელეკომპანიასთან აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებში მოგზაურობის იანვარშივე აკრძალვა გადამწყვეტი იყო ქვეყანაში ...

Read More »