Home » 2020 » April » 02

Daily Archives: April 2, 2020

“ვენდის” და “დანკინის” რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების “გლოვოსა” და “ვოლტის” დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის ...

Read More »

სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ...

Read More »

#თიბისიშენთვის – ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად

#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ. დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა.  პროექტში ჩართვა  ნებისმიერ ქართულ ...

Read More »

ბილაინი თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან უზრუნველყოფს. კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და კლინიკების პერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს. ყოველი მგზავრობის დასრულებისას ხდება მანქანების ...

Read More »

კომპანია “ნიკორა ტრეიდმა” თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო

“ნი­კო­რა ტრე­ი­დი” თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: “31 მარტს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა­სა და სა­ღა­მოს 9-დან დი­ლის 6-მდე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შე­მო­ღე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში 6000 ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის გამო, სა­ჭი­რო გახ­და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხი­ლუ­ლი­ყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის და სა­მუ­შაო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ...

Read More »

ჩინელ ექიმს, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებული „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ პოლიციაში დაიბარეს, გმირის წოდება მიენიჭა

ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს. საუბარია 33 წლის უხანელ ოფთალმოლოგზე ლი ვენლიანზე, რომელიც ოფიციალური ცნობებით, კორონავირუსით გარდაიცვალა. ლი ვენლიანმა ჩინეთის სოციალურ ქსელ „ვიჩათში“ 30 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უხანში ატიპური პნევმონიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 3 იანვარს ექიმი პოლიციაში დაიბარეს და „ყალბი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო გააფრთხილეს. შემდეგ ოფთალმოლოგი სამსახურში დაბრუნდა და 7 იანვარს მას კორონავირუსი დაუდგინეს. 6 თებერვალს ექიმი გარდაიცვალა. ამ ინციდენტს ჩინეთში დიდი გამოხამურება მოჰყვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ პოლიციის ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი”: კერძო დაზღვევა უნდა დაეხმაროს საყოველთაო პროგრამის მონაწილეებს, შეიმცირონ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე და დიაგნოსტიკაზე

ბარიერის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისისთვის და დაეხმარება სახელმწიფოს, დაასტაბილუროს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ  მოხსნას ის გამყოფი ხაზი რაც რამდენიმე ხნის წინ დააწესა,  კერძო დაზღვევით მოსარგებლე ვერ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. ამ შეზღუდვის მოხსნით  მოსახლეობა შეძლებს შეიმციროს ჯიბიდან გადახდები სამედიცინო სერვისებზე” – ეს განცხადება “ჯიპიაი ჰოლდინგის” კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა” გადაცემა “ბიზნეს პარტნიორში” სტუმრობისას გააკეთა. მისი ქმით ...

Read More »

გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს

„ქართუს“ დახმარება ყოველთვის სისტემური იყო. ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს და სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე მეტად შეზღუდული ან ქვეყანას სჭირდებოდა ექსტრემალური დახმარება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართუ“ თავის სისტემურ როლს მოცემულ სიტუაციაშიც შეასრულებს. „ეს განცხადება უკვე გაკეთდა და ჩვენ ახლა ვფიქრობთ იმაზე, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება „ქართუს“ დახმარება. ის ...

Read More »

„აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვით ხალხს ვკლავთ” – რატომ ამბობს ლუკაშენკო კარანტინზე უარს

ბელარუსი შვედეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც კოვიდ-19 ინფექციის გამო, მასობრივი იზოლაციის წინააღმდეგია – მსოფლიო პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საზოგადოების ოთახებში გამოკეტვას მიუღებლად მიიჩნევს. „ამ აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვა – ეს მეთოდი არაა, ჩვენ ამ ოთახებში ხალხს ვკლავთ, ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ და გვახსოვს, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისას, ან გრიპის დროს უნდა ვიაროთ გარეთ, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ოთახები გავანიავოთ” – ...

Read More »

მივმართო ყველა პარტიას – გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, თუნდაც 3 თვით – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. “SOS!!! SOS!!! SOS!!! საქართველოს გულშემატკივრებო, ჭირისუფალნო,ჩემო მეგობრებო! ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ეკონომიკური დარტყმა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მომავალზე თვალნათელია და არავინ მალავს, რომ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მივიღეთ დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი! ეს, ალბათ, ამ ვითარებაში მართებულიცაა. უფრო მეტიც, აუცილებელიც! რადგან ...

Read More »