Home » 2020 » March » 31

Daily Archives: March 31, 2020

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება. 🔴 1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული? ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – ...

Read More »

„თუ დავხურავთ ყველაფერს, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად?“

„მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს. „მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ. უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, – განაცხადა ჯანმოს  ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციას მხოლოდ ...

Read More »

„ეროვნული ბანკი სავალუტო ვაჭრობებში აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს“

ეროვნული ბანკი სავალუტო ვაჭრობებში აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „დაახლოებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში უფრო მერყევი იყო, ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ესეც გახდა, რომ სებ-მა სტრატეგია შეცვალა -თუ წლების განმავლობაში ორიენტირებული ვიყავით რეზერვების დაგროვებაზე, ახლა ვიწყებთ რეზერვების ხარჯვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აქამდე ...

Read More »

EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო.გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი, ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში. „ჩვენთვის დიდი პატივია EMEA ...

Read More »

SUPPORTBUSINESS.GE – პლატფორმა ბიზნესის მხარდასაჭერად

კომპანია „SavvY-ს“ ინიციატივით, Holy Motors-თან და Holar Software-თან პარტნიორობით შეიქმნა ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა – SupportBusiness.ge. პლატფორმის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში. COVID 19-ის  ეფექტებმა მთელი ეკონომიკა მოიცვა, შეეხო ყველა ზომისა თუ სექტორის კომპანიას და მისი უარყოფითი გავლენა დღითიდღე იმატებს. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ზუსტი ...

Read More »

აშშ იტალიას $100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას გაუგზავნის

აშშ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, იტალიას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას გაუგზავნის. „ახლახან ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს. იტალიაში, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება გავგზავნეთ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

“გადაწყვეტილება ვალუტის პუნქტების დახურვაზე საეჭვო ღონისძიებაა – ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, იშოვონ მილიონები”

ვალუტის გამდაცვლელი პუნქტების დახურვა მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულები არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა. “საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას ...

Read More »

„ანაგი დეველოპმენტი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„StopCov ფონდის“ ანგარიში დღეს კიდევ 300 000 ლარით გაიზარდა – სამშენებლო კომპანია „ანაგი დეველოპმენტმა“ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა. “ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ ამ უდიდეს გამოწვევას და ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ – აცხადებენ კომპანიაში. “ანაგი დეველოპმენტი” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, განაგრძობს ყველა ...

Read More »

ბილაინის აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. ბილაინის სტრატეგიის ...

Read More »

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. “საგანგებო ...

Read More »