Home » 2020 » March » 30

Daily Archives: March 30, 2020

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონს ევროს გამოუყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, თანხა ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება. ზალკალიანი მადლობას უხდის ევროკავშირს. საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხს ტვიტერზე ეხმაურება. „ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო ...

Read More »

შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენოთ – ინფექციონისტი

როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების წინააღმდეგ”-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა რეზი მეჭურჭლიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა. „ჯერჯერობით ისევ ის პრეპარატები რჩება მკურნალობის ტაქტიკაში რაც იყო ყველაზე ეფექტური აქამდე, თუმცა არის უკვე რაღაც ექსპერიმენტული კვლევები, რომ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად თუნდაც პლაზმა გამოჯანმრთელებული პაციენტისგან. ზოგადად ინფექციური დაავადების გადატანისას, წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც იბრძვიან ამ ვირუსის ...

Read More »

ლევან ვასაძემ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად კიდევ 250 000 ლარი გადარიცხა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად მის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე კიდევ 250 000 ლარი გადარიცხა. მანამდე მან ამავე ანგარიშზე 50 ათასი ლარი ჩარიცხა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარი შენობები შესთავაზა. ლევან ვასაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ფონდში თანხა გადარიცხა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ასეთი 439 ადამიანია. კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად ლევან ვასაძის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ნებისმიერ მსრუველს ...

Read More »

გახარია: 24 საათიან რეჟიმში მომუშავე დაწესებულებები სპეციალური საშვებით ისარგებლებენ

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, ექნება სპეციალური საშვები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა, ისარგებლო ნომრით – 144, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში. „საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო ...

Read More »

მგზავრის გადაყვანისას ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ

მგზავრის გადაყვანისას ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, ...

Read More »

ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით და 06:00-დან 21:00 საათის პერიოდში იქნება ნებადართული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება. მისი თქმით, დასაშვებია დილის 6-დან 21:00 საათამდე პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება. „დასაშვებია დილის 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ...

Read More »

გიორგი გახარია – ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, ...

Read More »

პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

როგორც „ბიბისი“ წერს, უელსის პრინცი ჩარლზი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მათი ცნობით, პრინცმა ჩარლზმა თვითიზოლაცია დაასრულა და თავს კარგად გრძნობს. ჩარლზმა 7-დღიანი თვითიზოლაცია შოტლანდიაში გაიარა. მან თვითიზოლაციის დასრულების გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით 100 ინფიცირებულია

საქართველოს კორონავირუსით უკვე 100 ინფიცირებული ჰყავს, მათ შორის, 1 ექიმია, – ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, 3 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. პრემიერმა ღონისძებების გამკაცრების შესახებ განაცხადა, თქვა, რომ მოსახლეობის ნაწილის ვითარების სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს.ის დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ არის მიუღებელი, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს არსებული ვითარების სიმძიმეს, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ. ...

Read More »

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების – მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი – შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ.  „მაგნიტი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს თანადგომა გამოუცხადოს მომხმარებლებს და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში კომპანიამ Stopcov ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ...

Read More »