Home » 2020 » March » 29

Daily Archives: March 29, 2020

საკვების მიმართულებით დაცემინების ან დახვლების შემთხვევაში, Covid19 არ გადაგედებათ

„იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესტორნის თანამშრომელი დააცემინებს ან დაახველებს თქვენი საკვების მიმართულებით, მას Сovid19-იც რომ ჰქონდეს, თქვენ არ დაგემართებათ კორონავირუსი“, – ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Business Insider-ი წერს. CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი), USDA-ის (აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი) და სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირება გამომდინარეობდა იმ საკვებიდან, რასაც ადამიანები მიირთმევენ ...

Read More »

რუსეთის პატრიარქი მოსახლეობას მოუწოდებს, ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მოსახლეობას მოუწოდებს, ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. „თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან. მე არასდროს ვიტყოდი ამას, რომ არ იყოს მარიამ ეგვიპტელის გასაოცარი, წმინდა მაგალითი. მარიამ ეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მისვლის გარეშეც შესაძლებელია გადარჩენა“, – თქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, მაცხოვრის ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას. 1tv.ge

Read More »

ფრესკო ასაწონი პროდუქციის ფასნამატის გარეშე გაყიდვას იწყებს – პროდუქტების სია

ფრესკო ასაწონი პროდუქციის ფასნამატის გარეშე გაყიდვას იწყებს. კომპანია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. “კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანია ფრესკოს დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ასაწონი სოციალური პროდუქციის ყველა სახეობა გაიყიდოს იმ ფასში, რა ფასშიც მოხდა კომპანიის მიერ პროდუქციის შესყიდვა. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ფრესკო უარს ამბობს აღნიშნული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალზე. ამასთანავე, კომპანია საკუთარი სახსრებით დააფინანსებს ყველა იმ ...

Read More »

“პულტის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, სათამაშოდ არაა ამბავი, ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე”

“პულტის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. სათამაშოდ არაა ამბავი. ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე” – ვახო სანაია კრიტიკულ გზავნილებს პასუხობს, რომელიც ამირან გამყრელიძესთან გუშინდელმა ინტერვიუმ გამოიწვია. “მეგობრებო, ჩემი პროფესია შეკითხვების დასმაა – მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ღრმად მწამს, რომ ინფორმირებული საზოგადოება უფრო კარგად უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. ამიტომაც ვარ ამ პროფესიაში. უხვადაა ისეთი მედიასაშუალება, სადაც შეკითხვებს არ სვამენ. თუ ეს მოგწონთ, პულტის მოძებნა ...

Read More »

რა არის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამარცხების საიდუმლო – რას ჰყვება სეულში მყოფი ქართველი სტუდენტი

სამხრეთ კორეა, რომელიც თებერვალში კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთ მსხვილ კერას წარმოადგენდა, დღეს ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის მაგალითს წარმოადგენს. ქვეყანამ, ჩინეთში გატარებული დრაკონული მეთოდების გამოყენების გარეშე, პრაქტიკულად შეაჩერა ეპიდემია. სამხრეთ კორეაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს სტუდენტი, სალომე გიუნაშვილი სეულიდან. რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში? ამჟამინდელი მდგომარეობით სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9200 პაციენტს აღემატება, თუმცა ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. კორონავირუსის ...

Read More »

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი რამოდენიმე ფეისბუქ გვერდი – NCDC-ის განცხადება

კიდევ ერთხელ გაცნობებთ და გთხოვთ გაითვალისწინოთ! სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი რამოდენიმე ფეისბუქ გვერდი. მადლობას ვუხდით კეთილის მსურველებს ამ გვერდის გაზიარებისთვის და მოწონებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს.ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით – https://www.facebook.com/ncdcgeorgia/ ...

Read More »

„იმნაძე არ ამბობს? მე ვიტყვი“ – ვიცეპოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი

ვიცეპოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჯიშკარიანი პაატა იმნაძის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის მიერ განხორციელებულ შეტევას ეხმაურება და წერს: „იმნაძე არ ამბობს? მე ვიტყვი:სააკაშვილმა იმნაძე დაიჭირა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, მისგან მოითხოვდნენ უბრალოდ ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას საცხოვრებლად, ეს ვერაგული ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პენტაგონი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩაერია.იმნაძის ...

Read More »

ჩინეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან თითქმის ყველა იმპორტირებულია, შიდა გადადების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 81 439-მდე გაიზარდა, მსხვერპლთა რიცხვმა კი 3 300 შეადგინა. გიორგი არაბული

Read More »

გაერო – კარანტინისა და იზოლაციის პირობებში შესაძლოა, ფემიციდი გაიზარდოს

„ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის სახლი შესაძლოა, შიშისა და უფლებების დარღვევის ადგილი გახდეს. მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება იზოლაციის პერიოდში“, – ამის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებში, დუბრავკა სიმონოვიჩი აცხადებს. მისივე თქმით, მსგავსმა ვითარებამ შესაძლოა, ფემიციდის ზრდაც გამოიწვიოს. „ხელისუფლებებმა არ უნდა დაუშვას, რომ არაორდინალურმა ზომების გამო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, ქალები დაუცველნი დარჩნენ“,- აღნიშნა სიმონოვიჩმა.

Read More »

ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ 600 ათას პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს

ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ 600 000 პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიგადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩინეთიდან შეძენილი 1,3 მილიონი ოდენობის FFP2 ტიპის სამედიცინო პირბადე ხარისხის საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, შემოწმებამ აჩვენა, რომ პირბადეებს ფილტრის მემბრანები დაზიანებული აქვთ, შესაბამისად, ისინი ადამიანის ვირუსისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ. მთავრობა შეძენილი ...

Read More »