Home » 2020 » March » 28

Daily Archives: March 28, 2020

მუნიციპალიტეტების გასასვლელებში ე.წ ბლოკპოსტები შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მთავრობის მიერ დადგენილი აკრძალვების ზედმიწევნით შესრულებისა და სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვის აუცილებლობას ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, ...

Read More »

„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით“

ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება,მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა. „თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო. „ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ...

Read More »

როგორ შეიქმნა ლუგარის ცენტრი – ამირან გამყრელიძე ლაბორატორიის შექმნის ისტორიაზე

ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, რადგან 2011 წელს ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა. მახსოვს ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემს წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, – ამის შესახებ ...

Read More »

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების “გლოვოსა” და “ვოლტის” დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები. ““ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ...

Read More »

აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, – წერს აშშ-ის საელჩო. 🇺🇸🤝🇬🇪ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. ...

Read More »

საქმის 2/3 გაკეთებულია, ყველაფერი კიევში სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ხელისუფლების დახმარების გარეშე – ვაშაძე საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მათ საშუალება აქვთ, რომ 31 მარტიდან, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ოთხი ჩარტერული რეისი განახორციელონ და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ ჩამოიყვანონ. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რეისები შემდეგი მიმართულებებიდან განახორციელდება: ვარშავა-კიევი-თბილისი, ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი და ბარსელონა-თბილისი. „გასულ ორშაბათს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო აღრიცხვა საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში არიან ჩარჩენილი, არ აქვთ არავითარი სახსრები, ფაქტობრივად, ქუჩაში ...

Read More »

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს. მათივე ცნობით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ...

Read More »

პაატა იმნაძე – ნუ მრევენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი

“თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს”, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, გარკვეული ძალები მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, რაც მას არ უნდა. „პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ...

Read More »

გახარია: საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 27 მარტს გააჟღერა, პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა. „საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ...

Read More »