Home » 2020 » March » 27

Daily Archives: March 27, 2020

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.    ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში  მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ...

Read More »

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა StopCoV ფონდის დასახმარებლად 50 000 ლარი ჩარიცხა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა StopCoV  ფონდის დასახმარებლად 50 000 ლარი ჩარიცხა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანიის დაზღვეულები ონლაინ პლატფორმებით შეუფერხებლად იღებენ მომსახურებას. ეპიდრეჟიმის დაცვით, დაზღვეულები, ასევე ,შეძლებენ ბინაზე სამედიცინო  მომსახურების მიღებას. ასევე, კომპანიის გაყიდვების , ფაქტობრივად ,შეჩერების პირობებში ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს.

Read More »

COVID 19-თან საბრძოლველად, „საქართველოს ბანკი” ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

„საქართველოს ბანკი” COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს” „საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, იმისთვის, რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, „საქართველოს ბანკი” ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს – ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ...

Read More »

ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად

ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ციფრული სერვისების გააქტიურების ახალ არხს. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს სერვისცენტრში მოსვლის გარეშე ინტერნეტ და სმს ბანკის გააქტიურებას ვიდეობანკით და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულების შესაძლებლობას სახლიდან,  მარტიდან 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ. დარჩით სახლში და ისარგებლეთ ბაზისბანკის ციფრული სერვისებით უფასოდ.

Read More »

ნატო-ს გენერალური მდივანი – საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. თავის მხრივ მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ...

Read More »

ინვესტიციების მოცულობაში რეინვესტირების წილი იზრდება – როგორ მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი 3 წლის თავზე

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოცულობაში რეინვესტირების წილი იზრდება – როგორ მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი 3 წლის თავზე საქართველოში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვიდან უკვე 3 წელი გავიდა. იგი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებას წინ უძღვოდა ორწლიანი სამუშაო პროცესი და განხილვები. მისი ამოქმედება და ქართულ რეალობაში დანერგვა ბიზნესის სტიმულირების ერთ-ერთი მაგალითია. ე.წ. ესტონური მოდელის შინაარსი მარტივია – გაუნაწილებელი მოგების საგადასახადო ...

Read More »

კრემლში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან ადასტურებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. „კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. ვესწრბოდი წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ...

Read More »

ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებითია. ახლა თვითიზოლაციაში ვარ და აქედან გავაგრძელებ მთავრობის მართვას ვიდეოკონფერენციების საშუალებით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას“, – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერის გვერდზე.

Read More »

“ვითიბი ბანკი” COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 200 000 ლარს გამოყოფს

“ვითიბი ბანკი” COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე 200 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც ახლა დგას მთელი ქვეყანა. აღნიშნული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად COVID 19-ის შესაჩერებლად #StopCov გახსნილ ფონდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მეშვეობით. “ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და გუნდურობა ამ ურთულესი მდგომარეობის დასაძლევად. სწორედ ამიტომ, გვსურს, კონკრეტული ქმედებებით, გვერდში დავუდგეთ როგორც ბანკის მომხმარებლებს, ასევე ...

Read More »

რას გვასწავლის და გვახსენებს Covid-19 რეალურად – ბილ გეითსის ღია წერილი მსოფლიოს

64 წლის მულტი მილიარდერმა, რომელმაც 85 მლნ. გირვანქა გაიღო ვირუსთან საბრძოლველად, ღია წერილი, სახელწოდებით ,,რას გვასწავლის Covid-19 რეალურად?” გამოაქვეყნა. გეითსის აზრით, ყველაფერს აქვს მიზეზი და ყველაფერი გარკვეული მიზნით ხდება მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ მოვლენას ვაფასებთ როგორც კარგს თუ როგორც ცუდს. “მე მწამს, რომ ყველაფერი ხდება რაღაც მიზეზის გამო და მიმაჩნია, რომ გამონაკლისი არც ეს პანდემიაა. ჩემი აზრით, ეს ვირუსი გვასწავლის ბევრ რამეს, ...

Read More »