Home » 2020 » March » 26 (page 2)

Daily Archives: March 26, 2020

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს

ფონდი “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის”  და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებენ. პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების მისაღებად, ზუგდიდის ცენტრში 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. „ყველას უნდა ეს სადეზინფექციო ხსნარები მიიღოს. ხალხი ბევრია, რიგს დავარეგულირებთ და ისე დავარიგებთ. არცერთი ადამიანი არ დარჩება პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე“, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დათა შელია. მიხედავად ...

Read More »

„სავალუტო ბაზარზე რაც ხდება, ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო“

„პოსტკრიზისულ პერიოდში ჩემთვის პირადად, ის რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, საკმარისი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო,“- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია. როგორც პაპავა აცხადებს, საბანკო, სავალუტო სისტემას გადარჩენა უნდა და ...

Read More »

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“  ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს „ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს ჯამში დიზელზე 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს. საწვავზე ფასების კლება გასული თვის შუა პერიოდში დაიწყო და შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ლარის გაცვლითი კურსი და ნავთობრპოდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასები ...

Read More »

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა.

Read More »

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალტა უცხოთში მცხოვრებ თანამემეულე ბიზნესმენებს მიმართავს

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალტა უცხოთში მცხოვრებ თანამემეულე ბიზნესმენებს მიმართავს” “ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალტა მიმართავს უცხოთში მცხოვრებ თანამემეულე ბიზნესმენებს გულთან ახლოს მიიტანონ ჩვენი თანამემამულეების პრობლემები და დიდი ქართველის ბიზნესმენის, დავით სარაჯიშვილის სულისკვეთითებით მონაწილეობა მიიღონ უცხოეთში გაჭირვაში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად!!! ‼მოგიწოდეთ გახდეთ ჩვენი დროის “დავით სარაჯიშვილები”. თქვენ ეს შეგიძლიათ!!! თქვენი მხარდაჭერა იქნება ქართული სოლიდარობის კარგი მაგალითი და მადლიერი თაობა სიამაყით გაიხსენებს თქვენს ...

Read More »

კვიპროსიდან შემოსული მოქალაქე თვითიზოლაციის წესებს არღვევს – „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა შსს-ს

საქართველოში კვიპროსიდან შემოსული მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაშია, არღვევს უსაფრთხოების წესებს და კონატაქტი აქვს მესამე პირებთან. მიმართვა შსს -ს – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ქ. თბილისში იმყოფება და თვითიზოლაციის წესებს არღვევს. ორგანიზაციამ მოქალაქის მოგზაურობის ისტორიის შესწავლა და შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვა, რომელც საქართველოში, სავარუდოდ, კვიპროსის რესპუბლიკიდან ...

Read More »

კორონომიკა – კორონანომიკა – მედიცინის მძევალი ეკონომიკა

2019 წლის 26 დეკემბერს  პნევმონიის 4 არასტანდარტული შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, 30 დეკემბერს დაიწყო მისი გავრცელება, 31 დეკმბერს ვუჰანის ჯანდაცვის კომისიამ განგაშის სიგნალი გადასცა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, 7 ინვარს აღმოჩენილ იქნა 2019-nCov ვირუსი, 20 იანვარს ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ეწოდა COVID-19, 23 იანვარს დაიხურა ქალაქი ვუჰანი, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივ ...

Read More »

მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი – მოვუწოდებთ კრედიტორებს, დაუწესეთ შეღავათები ღარიბ ქვეყნებს

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ოფიციალურ კრედიტორებს მოუწოდებენ, შეღავათები დაუწესონ მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ისინი კრედიტორებს სთხოვენ დაუყოვნებლიც შეუწყვიტონ ვალების გადახდა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს, თუ მათი მხრიდან მსგავსი მოთხოვნა იქნება. მათივე თქმით, მსგავსი ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს წარმოადგენს. ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ღარიბ ქვეყნებს ...

Read More »

პროექტის – #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პროექტის – #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს – თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს. ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების ...

Read More »

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში COVID -19-ით დაღუპულია 947 ადამიანი.

Read More »