Home » 2020 » March » 26

Daily Archives: March 26, 2020

ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც

“ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკ ახალი სტრატეგია აქვს, რომლითაც ბაზარს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად გაიაროს ეს პროცესი. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მიიღებს მატერიალურ დახმარებას, რომლის ნაწილით სავალუტო რესურსის მიწოდება მოხდება. სებ-ის პრეზიდნეტი ამბობს, რომ Covid-19 –ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს ვერ ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ორსულისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი

ორსულის ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლნისიდან შეყვანილ ორსულ ქალზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, ორსული პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. „ეს არ არის ისეთი რისკ ჯგუფი, ფეხმძიმისთვის კორონავირუსი ისეთი რისკ ჯგუფი არ არის, როგორიც არის გრიპის ვირუსი. დიდი განსხვავებაა მათ ...

Read More »

StopCoV ფონდში 12,5 მლნ ლარი არის მობილიზებული

StopCoV ფონდში, 26 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, 12,5 მლნ ლარი არის აკუმულირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ...

Read More »

“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს

„თიბისი დაზღვევა” – ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი” ავრცელებს. „ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან: ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციისთვის უნდა ჩამოტვირთოთ REDMED – ის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში. REDMED-ის დახმარებით შეგიძლიათ ექიმის მომსახურება სასურველი ფორმით მიიღო: გაიაროთ ვიდეო/აუდიო კონსულტაცია თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ან ექიმი სახლში გამოიძახოთ. თიბისი ...

Read More »

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარს რიცხავს. ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარება. #StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. „სოკარი“, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია, ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ ქართველი ექიმებისთვის

„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ექიმებს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით. #თეგეტაექიმებთანერთად აღნიშნული კამპანია სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია – ასე აფასებენ კომპანიაში. ამ რთულ პერიოდში „თეგეტა“ უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ...

Read More »

რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარება სრულიად უსარგებლო გამოდგა

ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  21 მარტს ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. მომდევნო დღეებში რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა. ასევე იტალიაში ჩავიდა “ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე” ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი,  ჩაიტანეს დეზინფექციის მობილური სადგურები ...

Read More »

“სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, ბატონი თენგიზ თავისი ფეხით წავიდა და საკუთარი ფულით უყიდა”

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი მო­ხუ­ცი პაციენტის შვი­ლიშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორიზე, თენგიზ ცერცვაძეზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს: “გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა თავისით და თავის სახსრებით უყიდა … და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებს ...

Read More »

გორდონ ბრაუნი – Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა უნდა შეიქმნას

როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. დროებითი გლობალური მთავრობის შექმნის მიზეზად, ყოფილი პრემიერი „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დაძლევით ხსნის. ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერების გარდა, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ეს არ არის მოვლენა, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის ცალკეული ძალისხმევით გავუმკლავდებით. საჭიროა კოორდინალური, ...

Read More »