Home » 2020 » March » 25 (page 3)

Daily Archives: March 25, 2020

ბოლო 2 დღის განმავლობაში StopCoV ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა

ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთად. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – ...

Read More »

23,6%-ით გაუფასურებული ლარი – როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება. „მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ ...

Read More »

იმნაძე – სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად – კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება

სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ ასეთ დროს დისტანცია უნდა იყოს დაცული. „სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ...

Read More »

მოსკოვის მერი პუტინს – მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს

მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობინიანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, განუცხადა. მისივე თქმით, შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუტარდა. „საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოოვნად მეტი დაავადებული ადამიანია,“ – განაცხადა სერგეი სობინიანიმ. სპეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმული რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვის გარეუბანში მდებარე ...

Read More »

ვირუსმა ომს დაასწრო იმის განადგურება, რაც უკვე შიგნიდან ლპებოდა – მაქსიმ კანტორი (მწერალი)

ბლოგის ავტორია მწერალი, ჟურნალისტი მაქსიმ კანტორი თუკი სამყაროში რაიმე ცუდი მოხდა, მოხდა ის, რომ ვირუსმა დაანგრია ცივილიზაცია. არ მოხდარა აფეთქება, არ ყოფილა დიდი ცუნამი. დაინგრა ზუსტად ის ცივილიზაცია, რომელიც 30 წლის წინ ტრაბახობდა, რომ საკუთარი განვითარების პიკს მიაღწია. უეცრად ყველაფერი დამთავრდა: დაინგრა ეკონომიკა, დაიშალა დემოკრატია, დადგა აპოკალიფსი? ეს არ არის ომი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკლემა ზუსტად მეორე მსოფლიო ომს ...

Read More »

საქართველოს საპატრიარქო განცხადება ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადება ავრცელებს. “ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად  დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, ...

Read More »

„აფბა“ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურების ტენდენციას და მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული ეკონომიკა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენს ეკონომიკაზე ის გლობალური კრიზისი მოქმედებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ.  „აფბა“-ს ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. „ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე 22 პაციენტი ...

Read More »

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

„თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის,  რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს. მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ...

Read More »

მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: Covid19-ის ხელოვნურად შექმნა თითქმის შეუძლებელია

Covid-19 ის ხელოვნურად შექმნა თითქმის შეუძლებელია – ამის შესახებ, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფრიდონ შუბითიძემ, გადაცემა „არენას“ ეთერში განაცხადა. „რა არის ეს ვირუსი? ვირუსი რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის კვერცხი, რომელსაც აქვს ცილა და შიგნით არის მოთავსებული გული, რომელშიც არის დნმ-ი. ჩვეულებრივად ინჟინრებს შეუძლიათ, რომ შექმნან ვირუსი და მას გამოიყენებენ ადამიანის სამკურნალოდ, მაგრამ ისეთი ვირუსის ხელოვნურად შექმნა როგორიც არის covid- 19, ...

Read More »