Home » 2020 » March » 25 (page 2)

Daily Archives: March 25, 2020

თანხის განაღდება ბანკომატების გარდა, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც ხდება შესაძლებელი

ბარათიდან თანხის განაღდება საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც ხდება შესაძლებელი – ამ ცვლილების შესაბამის იურიდიულ საფუძველს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ 24 მარტს ხელმოწერილი ბრძანება ქმნის. BMG-ის კითხვაზე, თუ რას ისახავს მიზნად ეს ცვლილება, საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ თანხის განაღდების პუნქტების რაოდენობის ზრდა მომხმარებელთათვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის და მათ ყოველ ჯერზე ბანკომატების ძებნა არ დასჭირდებათ. “აღნიშნული ...

Read More »

სანქციები, რომლისგანაც მოქალაქეები დროებით გათავისუფლდნენ

სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობამ დაჯარიმებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს საქართველოში საგანგებო რეჟიმის პერიოდში მოქალაქეები გარკვეული სახის შეღავათით ისარგებლებენ. სანამ, ქვეყანაში საგანგებო პერიოდი იქნება, ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, მძღოლებს არ დააჯარიმებენ. გარდა ამისა, სახელმწიფო თუ კერძო აღმსრულებელი მოქალაქეებს ბინას ვერ გაუყიდის. სპეცილისტთა ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები მოსახლეობას წაადგება, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. საშეღავათო პერიოდი უკვე ამოქმედებულია, რომელიც ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.

Read More »

„გვინდა თუ არა, ქართველები ჩვენი მეზობლები არიან – ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს“

აფხაზეთსა და საქართველოს, ჟენევის ფორმატის გარდა, სჭირდებათ ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმა ტრანსსასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „გვინდა თუ არა, ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ გვინდა ეს თუ არა, უამრავი კონტაქტი გვაქვს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს”, – აღნიშნა ...

Read More »

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

“ბაზისბანკი” კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს – ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის Facebook-გვერდზეა განთავსებული. “შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში „StopCov“ 100 000 ლარის ოდენობით” – წერია ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში. შეგახსენებთ: ბაზისბანკი ჰუალინგ ჯგუფის წევრია,რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ ...

Read More »

50 000-ზე მეტი ონლაინ ოპერაცია და შეუფერხებელი დისტანციური მომსახურება

,,დარჩი სახლში, ჩვენ დაგაზღვევთ!“ – ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ ონლაინ მომართვიანობის კვირის შედეგებს აჯამებს ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც მისი დაზღვეულებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის  სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, დაზღვეულების  მომსახურებას შეფერხების გარეშე განაგრძობს. კომპანიის ციფრული სერვისები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სასურველი მომსახურება დროულად და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ხარვეზების თავიდან ასაცილებლად და სრულყოფილი თანამშრომლობისათვის ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყურადღებით ადევნებს თვალს მომხმარებლის სურვილებსა და ქცევას. ბოლო ერთი კვირის ...

Read More »

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა ...

Read More »

პაატა იმნაძე – 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო

მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციებს მისცემდა ის სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები მუშაობენ მან შემდეგი პასუხი გასცა. „რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ ...

Read More »

„უსახლკაროებისთვის ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლილოში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და მოქალაქეთა მიღება შეუძლია. „უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, – განაცხადა კალაძემ.

Read More »

სამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, დაინფიცირება რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. „რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ...

Read More »