Home » 2020 » March » 25

Daily Archives: March 25, 2020

COVID-19-ის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დამტკიცდა – რა წერია 37 გვერდიან დოკუმენტში

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა. 24 მარტს დამტკიცებული 37-გვერდიანი დოკუმენტი ეყრდნობა ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომისიისა და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული კორონავირუსის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, ასევე, და ხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს. პროტოკოლში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ...

Read More »

“ჩემი შვილი ნორმალურად არის, კლინიკურად უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც, იცავს ყველა აუცილებელი წესს”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ნორმალურია და ის ყველა წესს იცავს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” სტუმრობისას განაცხადა. “ნორმალურად არის, კლინიკურად ალბათ უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც. მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია. ის ამ შემთხვევაში ...

Read More »

იუვალ ნოა ჰარარი: სამყარო კონორავირუსის შემდეგ

ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი, იუვალ ნოა ჰარარი ახალი კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. წიგნის “Sapiens: A Brief History of Humankind” ავტორმა, ამჯერად პანდემიის შემდგომ მოსალოდნელ გამოწვევებს ჟურნალ “Financial Times”-ში სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ჰარარის სტატიას ქართულ ენაზე: სამყარო კორონავირუსის შემდეგ “კაცობრიობა გლობალური კრიზისის წინაშე დგას, ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისის წინაშე. გადაწყვეტილებები, რომლებსაც საზოგადოება და მთავრობები მიიღებენ სამყაროს იერსახეს შეცვლის. საუბარია არა ...

Read More »

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გასაყიდად 64 კგ ცხენის ხორცი გამოიტანეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ გვირაბში გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.  „დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა ...

Read More »

პაციენტმა N4, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, კორონავირუსი დაამარცხა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე აღნიშნული პაციენტის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაბრა და განაცხადა, რომ ეს არის კორონავირუსზე გამარჯვება. „44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო. ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ ...

Read More »

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არის. „სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით ...

Read More »

„ნდობის მასშტაბური კრიზისია ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც გამოწვეულია გაურკვევლობის მძაფრი განცდით“

„ალბათ, ლარს არასოდეს ისე არ გასჭირვებია, როგორც დღეს, განსაკუთრებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენი ვალუტა პრაქტიკულად, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ვალუტებს შორის, რომელმაც დროის ასეთ მცირე შუალედში ასეთი დევალვაცია განიცადა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველში პანდემიის აღქმა გაცილებით ემოციური და მძაფრია, ვიდრე რეალობაა. „ასეთ ვითარებაში, ერთადერთი ...

Read More »

“ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი” – რა მიიღო ჩინეთმა ბოლო 3 თვის განმავლობაში

“ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი, კონსტანტინ იაკიმოვი, ფეისბუქზე წერს და იქვე მოჰყავს არგუმენტები თავისი მსჯელობის სასარგებლოდ და გვთავაზობს სიას იმის შესახებ, თუ რა მიიღო ჩინეთმა ბოლო 3 თვის განმავლობაში. “ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი!!! მათთვის, ვინც ჯერ ვერ გაიგო რა ხდება. რა მიიღო ჩინეთმა ბოლო სამი თვის განმავლობაში: ჩინეთი ეფექტურად მოემზადა ახალი, ბიოლოგიური ომისთვის – მათ ...

Read More »

ადგილობრივი წარმოების პირბადეები სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ

ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით. „კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ...

Read More »

კორონავირუსის გამო, გერმანიაში 1 000 პატიმარს ციხეებიდან გაათავისუფლებენ

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ ჩრდილო-რაინ ვესტფალიის მხარეში, 1000 პატიმარს ციხეებიდან გაათავისუფლებენ. რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილება შეეხება იმ პირებს, ვისაც ციხეში ყოფნის ვადა 18 თვემდე აქვს დარჩენილი. იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნულ ზომას კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკების შესამცირებლად ატარებენ. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლება არ შეეხება სექსუალური ხასიათის დანაშაულებებში ბრალდებულებს. სანდრო პირველი

Read More »