Home » 2020 » March » 24 (page 2)

Daily Archives: March 24, 2020

აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის 24 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. “აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 123 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.120 პროცენტით, მაქსიმალური 10.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი ...

Read More »

ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი 25 მარტს, აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს. „კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ...

Read More »

თურნავა – მოვუწოდებ იმპორტიორებს, ნეგატიური მოლოდინების შექმნაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე შერბილებული იყოს. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების დინამიკას აყვა. „გლობალური ეკონომიკური კრიზისია იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი. პირველი – ამ ვითარებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ...

Read More »

“ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გარცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავობაში, უწყვეტ რეჟიმში უწევენ მომსახურებას მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო “ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. „ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიებში, ამოწმებენ მათი ...

Read More »

„ყველამ თავის საქმეს მიხედოს, შესწავლილია ყველა – ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში თუ ოჯახში“

ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერი შესწავლილია, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი და არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი აღნიშნული კლასტერი და კონტაქტები. „ყველამ თავის საქმეს მიხედოს. შესწავლილია ყველა. ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში თუ ოჯახში. ყველას ვსწავლობთ“, – განაცხადა პაატა ...

Read More »

“ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი – ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას

“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. “ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია ...

Read More »

ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც დასაშვებია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. მისი განცხადებით, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის თაობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ტრანსპორტზე, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებზე, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება გარკვეულ ობიექტებს, მათ შორის სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას. „10 – ზე მეტი ...

Read More »

საგანგებო ვითარების დროს, არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტექმომსახურების სერვისები მოემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა პრობლემები შეექმნათ და დაჯარიმდნენ ის მძღოლები, რომლებმაც ავტომობილის სავალდებულო შემოწმება ვერ გაიარეს, რადგან შესაბამის ნაწილებს ვერ პოულობენ, ნათია თურნავამ უპასუხა: „ პირველ რიგში, ...

Read More »

თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან $50 მილიონი ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის  დაფინანსებას მოხმარდება. “მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ინფორმაციისთვის, 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

Read More »