Home » 2020 » March » 24

Daily Archives: March 24, 2020

ლისის ტბაზე მოძრაობა აიკრძალა

ლისის ტბაზე, სადაც გუშინ ხალხმრავლობა იყო, მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდა. პარკის ადმინისტრაციის დაცვამ ჟურნალისტს უთხრა, რომ ტერიტორიდან მოქალაქეები გამოჰყავთ და მოძრაობა შეზღუდულია. დაკეტილია ფასიანი ავტოსადგომებიც.

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – მაქვს სერიოზული დაავადება, მაგრამ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ

“მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. „შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო. ასე რომ, ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ...

Read More »

„მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით“

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ექსპორტზეა პროფილირებული. „საწარმო 100 %-ით საექსპორტოდ აწარმოებდა თავის ნაწარმს, ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონავირუსის გამოწვევა. დღეს აქ სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს ...

Read More »

“მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი”

ლარის კურსი ეს არის საჭირბოროტო საკითხი. რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების და კომპანიების წუხილი ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა. მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ინფლაციის ზრდას არ მოელის და განმარტავს, რომ ეკონომიკური განვითარება შენელდა და აქედან გამომდინარე ინფლაციის ზრდის მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, „ნეგატიური მოლოდინები განეიტრალდება ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად სამთავრობო ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს

მიმდინარე უპრეცედენტო გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად ეხება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა ღრმად გავაცნობიეროთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, მოვახდინოთ არსებულ რეალობასთან უსწრაფესი ადაპტირება და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საყოველთაო პრობლემასთან გამკლავებაში. დღეს მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის სწრაფ გავრცელებას, რისთვისაც ...

Read More »

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს. ...

Read More »

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს. თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ...

Read More »

„კორონავირუსის შოკი არ არის კავშირში დაკრედიტების წესში ცვლილებასთან, თუმცა დროში დამთხვევის გამო, ნაწილობრივ პასუხობს“

„არაფორმალურად დასაქმებულ სექტორში, სესხის გაცემის პროცესში სავალდებულო იყო საკრედიტო ოფიცერის მისვლა, რაც უქმდება“ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა. რას ითვალისწინებს ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები, ელოდება თუ არა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცვლილებების ფონზე დაკრედიტების ზრდის ტემპის დაჩქარებას და რა გეგმა აქვს მას ეროვნული ვალუტის ...

Read More »

თამარ გაბუნია – კორონავირუსის გავრცელების პიკი შესაძლოა, არც გვქონდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ყველა ფაქტზე აქვთ ინფორმაცია, თუ რასთან არის შემთხვევა დაკავშირებული. „რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით, რასთან არის დაკავშირებული“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა ველოდოთ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს, გაბუნია ამბობს, ...

Read More »

გიორგი გახარია ინტერნეტ პროვაიდერებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „მინდა მოვუწოდო თოთოეულ ინტერნეტ პროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, ...

Read More »