Home » 2020 » March » 23 (page 3)

Daily Archives: March 23, 2020

5 დღეა ჰუბეის პროვინციაში, კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

როგორც CNN– წერს, ჩინეთში, კერძოდ ჰუბეის პროვინციაში უკვე მეხუთე დღეა, კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ცნობილია, ჩინეთში, ბოლო ერთ დღეში კორონვირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან არც ერთი არ ყოფილა ჰუბეის პროვინციაში.

Read More »

დღეიდან საქალაქთაშორისო გადაადგილება მატარებლებითაც შეიზღუდება

საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც იზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, შეზღუდვები დღეს საღამოდან ამოქმედდება. „ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

გახარია – როცა მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ

როცა ჩვენ მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს. “მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ...

Read More »

“დირსი” კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

კომპანია “დირსი” სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას. „კომპანია დირსი გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი მიემართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა ...

Read More »

სამედიცინო პერსონალის სპეციალური ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ჯამში 456 820 ლარია დახარჯული. უფრო კონკრეტულად კი, შესყიდულია სხვადასხვა სახის კომბინიზონები, მათ შორის 4 000 ცალი პერსონალური ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი, რომლის ჯამური ღირებულება 116 000 ლარია, ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 8 ადამიანი განიკურნა – 5-მა კლინიკა უკვე დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება. ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით , – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საგანგებო ბიუჯეტის დეტალები, რომელზედაც მიმდინარეობს მუშაობა. “საუბარია დახმარებათა პაკეტზე უმუშევრად დარჩენილი ...

Read More »

„თეგეტა მოტორსის“ დროებით აჩერებს საცალო სერვისებს და მხოლოდ სახელმწიფო ავტოტრანსპორტს მოემსახურება

„თეგეტა მოტორსი“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დროებით მხოლოდ სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორაციულ ავტოტრანსპორტს მოემსახურება.  „თეგეტა მოტორსმა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გაითვალისწინა რა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორაციული ავტოტრანსპორტის სერვისზე.  შექმნილ ვითარებაში ჩვენი ...

Read More »