Home » 2020 » March » 23 (page 2)

Daily Archives: March 23, 2020

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, “მაგთიკომი” სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მაგთიკომი სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს. კომპანიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მაგთიკომის” კუთვნილ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია. “მაგთიკომის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მაგთიკომის გუნდის მხარდაჭერით, მაგთიკომი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

„საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან – ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი გოგავას შეფასებით, ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მისი თქმით, მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. გოგავა არ გამოვრიცხავს, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა, თუმცა მთავარი სამიზნე: „რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია“. for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა. ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი ...

Read More »

კორონავირუსისგან საპრევენციო რეკომენდაციები 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის

კორონავირუსისგან საპრევენციო რეკომენდაციები 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის შეზღუდეთ ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;ნაკლებად გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით პიკის საათებში;შეამცირეთ ვიზიტები მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში, ასევე ბანკებში;ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებით ქუჩიდან დაბრუნების, საზოგადოებრივი ადგილებიდან, მაღაზიებში შეფუთვასთან კონტაქტის შემდეგ;მოიმარაგეთ ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები;არ შეეხოთ სახეს, პირის ღრუს, ცხვირს და თვალებს დაუბანელი ხელებით;გაწმინდეთ ჩანთები, ტელეფონები, წიგნები და სხვა ნივთები;შეზღუდეთ კონტაქტები ნათესავებთან, რომლებიც ახლახან ...

Read More »

საქალაქთაშორისო მოძრაობის აკრძალვა მსუბუქ ავტომანქანებზე არ ვრცელდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე. ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ...

Read More »

თემურ ბასილია – გასული კვირის, ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა აშშ-ში, რაც ასახავს კორონავირუსით გამოწვეულ რეალობას

“გასული კვირის, ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა აშშ-ში, რაც ასახავს კორონავირუსით გამოწვეულ რეალობას”, – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: გასული კვირის ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია შეერთებულ შტატებში, რაც ასახავს კორონავირუსით გამოწვეულ რეალობას და ასევე აჩვენებს საზოგადეობაში არსებულ შიშებს და მოსალოდნელ საფრთხეებს: 1. გასული კვირაში 281 ათასით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული უმუშევრების ...

Read More »

70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს აპრილის პენსიის წინასწარ აღება ხვალიდან შეეძლებათ

„ლიბერთი ბანკი“, პენსიების წინასწარ ჩასარიცხად, საკუთარი რესურსით, 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის განახორციელებას იწყებს. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით, ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს 70 წლის და ზევით არიან აპრილის პენსიები წინასწარ ჩაერიცხებათ. „პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში. ...

Read More »

სოფო კილაძე – გვაქვს შემთხვევები, როცა კონკრეტული ბიზნესები რთულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას ცდილობენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამწუხაროდ, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლები რთულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას ცდილობენ. კილაძე აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთიანობისა და სამოქალაქო თვითშეგნების უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძია. თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც კარანტინის პირობებს არ ემორჩილებიან და არიან ბიზნესწრეების ...

Read More »

მთავრობა “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა „ჯორჯიან ეარვეისის” მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. მინისტრის თქმით, ჩარტერულ რეისებზე „ჯორჯიან ეარვეისს” გასაყიდი ბილეატის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს. „ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც ...

Read More »

m² დეველოპმენტი COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს

თანამედროვე მსოფლიო და, მასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს. ინოვაციური ფორმატის მქონე ახალი უბნის, „m3 საბურთალოს“ გაყიდვებიდან მიღებული შემოსვლიდან 100 000 ლარი სწორედ COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება. „დღეს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში, ყველას გვმართებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. კორონავირუსის წინააღმდეგ ...

Read More »

პაატა იმნაძე – კორონავირუსით დაინფიცირებული მარნეულელი ქალის კონტაქტები უკვე გამოვლენილია

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. “ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი” , ...

Read More »