Home » 2020 » March » 22 (page 2)

Daily Archives: March 22, 2020

„ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში – რატომ არ ხდება სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში“

3 თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხებზე პროცენტის დარიცხვის საკითხს საბანკო სფეროს ექსპერტი დავით კიკვიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა გამოვეხმაურო საბანკო სექტორის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, რატომ არ ხდება პროცენტის დარიცხვის შეჩერება, რომ ამით ბანკები გვაგოიმებენ და ფულს აკეთებენ, ვეცდები მარტივად ავხსნა: საშეღავათო პერიოდი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; როგორც ჩვენ გვაქვს ბანკების ვალი, ...

Read More »

ილია მეორე – გეუბნებიან შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ – არ უნდა შეგვეშინდეს

გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა. ილია მეორეს თქმით, არ უნდა შეგვეშინდეს. “ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას, უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო ...

Read More »

ნათია თურნავა – მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს – საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი ...

Read More »

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კლინიკა განმარტავს, რომ “პლაქვენილი” გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით, რის შესაბამისადაც მოსახლეობას სთხოვს, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე ...

Read More »

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში, სადაც ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლებს მათ მიუთითეს, რომ მათი გამოცხადების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდნენ. დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობაა. თუმცა, სტიქაროსნები მრევალს მოუწოდებენ, რომ მათ შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს. ამასთან, მრევალს შეუძლია წირვის მიმდინარეობა ტაძრის გარეთ უზრუნველყოფილი გახმოვანების სისტემის მეშვეობით მოისმინოს. ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი ინფორმაციით, ერთმა მათგანმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა, ერთი კი ცენტრიდან დღეს გაეწერება. „მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ...

Read More »