Home » 2020 » March » 21 (page 2)

Daily Archives: March 21, 2020

თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები

თიბისი სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.  მომხმარებლების  ცხოვრების გასამარტივებლად,  თიბისი უწყვეტ რეჟიმში და  შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით. თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე – http://bit.ly/TBCservicecenters). მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალებს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ქართული ჟურნალისტური კორპუსი ემსახურება დემოკრატიას და პასუხობს საზოგადოების ინტერესებს

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, რომელიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ერთობლივად, 1993 წელს დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა, ვინაიდან გაზეთის პირველი ნომერი სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მედია-გამოცემებთან და ჟურნალისტურ კორპუსთან. ორგანიზაცია პროფესიულ დღეს ულოცავს ...

Read More »

„ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

„ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და საქართველო უკვე განიხილება, როგორც რეგიონალური ჰაბი“ კორონავირუსი, გლობალური ეკონომიკა და საქართველო. ერთი მხრივ ვირუსისგან გამოწვეული ზიანი და მეორე მხრივ მისი მავნე ზემოქმედება ეკონომიკაზე.როგორი იქნება ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები და რა ზეგავლენას მოხადეს ვირუსი საქართველოს ეკონომიკაზე, თემაზე „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა. – კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების განვითარების სამი სცენა არსებობს. თქვენ ...

Read More »

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ მოაწერა. ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროცედურის დასრულება აპრილში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა. თებერვალში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჩრდილოეთ მაკედონიისთვის წევრობის მინიჭებას ბოლოს მხარი ესპანეთმა დაუჭირა. imedinews.ge

Read More »

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად იმუშავებს

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს. „მეგობრებო, ასე გადავწყვიტეთ: ორშაბათიდან მე და ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის რამდენიმე ხელმძღვანელი, დროებით შევიცვლით ფუნქციას – ჩვენი ძვირფასი თანამშრომლების სამუშაო ოთახებში გადავინაცვლებთ და მათ კონკრეტულ სამუშაოს შევასრულებთ. ამ რამდენიმე ადამიანს ისედაც გვიწევს გადაუდებელი ამოცანების გამო შეკრება და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის. რაც შეეხება საქმეს: ეროვნული ბიბლიოთეკა არის ...

Read More »

ქვრივიშვილი – საქართველო დღეს მსოფლიო რადარებზეა როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მებრძოლი ქვეყანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოსალოდნელი ზარალის მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოლოდინები პოზიტიურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვარაუდით, მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მინიმუმ 3 %-ით შემცირდება წლის ბოლომდე. საერთაშორისო ავიაციაში კი მინიმუმ 15 % კლებას ელოდებიან. “ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით დაზარალდა ...

Read More »

გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ ...

Read More »

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება. პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

Read More »

გახარია – 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი ...

Read More »