Home » 2020 » March » 21

Daily Archives: March 21, 2020

დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ

დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის. შესაბამის საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ მთავრობის ადმინისტრაციას ესაუბრა. „აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე, დანარჩენების ...

Read More »

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მისმა პრესსამსახურმა აცნობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დროულად იმოქმედა. „მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, ...

Read More »

ილია მეორე – ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სინოდის სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმში. „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ...

Read More »

რა მდგომარეობაა თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში

თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდნენ და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად იღებს ინფორმაციას არსებული სასურსათო მარაგებისა და ფასების შესახებ. დღეისათვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ...

Read More »

„არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული“

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის 10-კაციანი შეკრებების განმარტებისას განაცხადა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან ...

Read More »

თომას დე ვაალი – ყოჩაღ საქართველო, სწორი მიდგომისთვის

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის, თომას დე ვაალის შეფასებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიდგომა სწორია. ამის შესახებ ანალიტიკოსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ყოჩაღ, საქართველო სწორი მიდგომისთვის. ალბათ, ეს განპირობებულია სამედიცინო მუშაკების შესანიშნავი გუნდითა და სიმტკიცის კარგი ჩვევით, როდესაც ასეთ რთულ დროს დასავლეთს ეს ჩვევები, ეს უნარები დავიწყებული აქვს“, – წერს თომას დე ვაალი. 1tv.ge Thomas de Waal@Tom_deWaal Well done, #Georgia, for getting it right. Something ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას აბსოლუტურად არ ზღუდავს

„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, – ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, ...

Read More »

ტაივანის პასუხი – ანუ როგორ შეაჩერა ტაივანმა კორონავირუსის გავრცელება

ტაივანმა,(დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანა, რომელსაც არ აღიარებს ჩინეთი და ქვეყნების უმრავლესობა) რომელიც ჩინეთიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, კორონავირუსის გავრცელება შეაჩერა. დღევანდელი მონაცემებით, თითქმის 24 მილიონიან ქვეყანაში Covid19 ით დაინფიცირების 53 შემთხვევიდან 20 სრულად გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.  საინტერესოა, როგორ მოახერხა ტაივანმა დაავადების გავრცელების თავიდან არიდება,მაშინ, როდესაც თვეში 5000 ზე მეტი ფრენა ხორციელდებოდა ჩინეთსა და ტაივანს შორის.  ტაივანი არ ...

Read More »

“რელიგიური შეხედულებები უნდა გაუქმდეს, თუ არ ემთხვევა გაეროს შეხედულებას ადამიანის უფლებების შესახებ”

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, რელიგიური თავისუფლების საკითხებში, აჰმად შაჰიდის განცხადებით, ტრადიციულ ზნე-ჩვეულებებზე დაფუძნებული კანონები, რომლებიც ხშირად რელიგიური ხასიათისაა, უნდა გაუქმდეს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების დაცვას, რასაც გაერო ითვალისწინებს. ”სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება ყველას, მათ შორის ქალებს, გოგონებს და ლგბტ+ ადამიანებს, მისცეს თანაბარი შესაძლებლობა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით, მათ შორის, ისეთი გარემოს შექმნით, სადაც პლურალისტური და პროგრესული თვითშეცნობა იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ ...

Read More »

გახარია – ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება, დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი. „ამიტომ, გარდა იმ ...

Read More »